ვალდემარ IV ატერდაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალდემარ ატერდაგის ფრესკა ქალაქ ნესტვედის წმინდა პეტრეს ტაძარში.

ვალდემარ IV ატერდაგი (დან. Valdemar Atterdag; დ. 1320 — გ. 24 ოქტომბერი, 1375) — დანიის მეფე 1340–1375 წლებში. 40-იან წლებში გააერთიანა სამეფოს ცალკეული ნაწილები, რომლებიც გერმანელ ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. დააწესა მძიმე გადასახადები. ესტონელ გლეხთა აჯანყებამ აიძულა ჩრდილოეთ ესტონეთი ლივონიის ორდენისათვის მიეყიდა. ბალტიის ზღვის დასავლეთ ნაწილში გაბატონებისათვის ეომებოდა ჰანზას და შვედეთს. 1361 წელს დაიპყრო კუნძული გოტლანდი, მის დროს დანია-ჰანზის ახალი ომი (1367–1370) დანიის დამარცხებით დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]