ოლაფ II (დანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოლაფ II
Olaf II of Denmark c 1385.jpg
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 3 მაისი, 1376
მმართ. დასასრული: 23 აგვისტო, 1387
წინამორბედი: ვალდემარ IV
მემკვიდრე: მარგრეტე I
ნორვეგიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 29 ივლისი, 1380
მმართ. დასასრული: 23 აგვისტო, 1387
წინამორბედი: ჰოკონ VI
მემკვიდრე: მარგრეტე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დეკემბერი, 1370
დაბ. ადგილი: ოსლო, ნორვეგია
გარდ. თარიღი: 23 აგვისტო, 1387, (16 წლის)
გარდ. ადგილი: სკონე, შვედეთი
დინასტია: ბიელბოები-ესტრიდსენები
მამა: ჰოკონ VI, ნორვეგიის მეფე
დედა: მარგრეტე I, დანიის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ოლაფ II (დან. Oluf 2.), ნორვეგიის მეფე ულაფ IV-ის სახელით (ნორვ. Olav IV; დ. დეკემბერი, 1370 — გ. 23 აგვისტო, 1387) — ბიელბო-ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. ნორვეგიისა და შვედეთის მეფე ჰოკონ VI-ისა და მისი ცოლის, დანიის დედოფალ მარგრეტე I-ის ერთადერთი ვაჟი. დანიის მეფე 1376-87, ხოლო ნორვეგიის მეფე 1380-87 წლებში. მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ დედამისმა დაიკავა ნორვეგიის, დანიისა და შვედეთის ტახტები, რასაც 1397 წელს ამ სამეფოების კალმარის უნიაში გაერთიანება მოჰყვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლაფი დაიბადა 1370 წლის დეკემბერში, ოსლოში. იგი იყო ნორვეგიისა და შვედეთის მეფე ჰოკონ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგრეტე დანიელის ერთადერთი ვაჟი. დედამისი დანიის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო. 1376 წელს ბაბუამისი, დანიის მეფე ვალდემარ IV გარდაიცვალა, რითაც დანიის ტახტი 6 წლის ოლაფ II-ს დარჩა. დედოფალი მარგრეტე მისი რეგენტი გახდა. სწორედ ამ დროს გაპრობლემდა მისი მემკვიდრეობა შვედეთის ტახტზე, სადაც ტახტისათვის განსვენებული მეფე მაგნუს IV-ის ასულის შვილი, ალბრეხტ მეკლენბურგ-შვერინელი იბრძოდა.

1380 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ნორვეგიის მეფე გახდა, თუმცა შვედეთის ტახტზე ალბრეხტი ავიდა. ამის შემდეგ ნორვეგია დანიის დაქვემდებარებულ სახელმწიფოდ იქცა, რაც 1814 წლამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ დედოფალი მარგრეტე მისი რეგენტი 1385 წლამდე იყო. იგი 1387 წლის 23 აგვისტოს, 16 წლის ასაკში, სრულიად მოულოდნელად და უშვილოდ დაიღუპა. ოლაფი დაკრძალეს სორუს სააბატოში. ამის შემდეგ დანიისა და ნორვეგიის ტახტები დედამისს, მარგრეტე I-ს დარჩა, რომელმაც 1397 წელს ტახტიდან ჩამოაგდო შვედეთის მეფე და შვედეთის დედოფალიც გახდა, რითაც შედგა კალმარის უნია, რომელიც 1523 წელს დაიშალა. ამავე 1397 წელს მარგრეტემ თავისი ტახტის მემკვიდრედ თავისი დისწული, ერიკ პომერანიელი გამოაცხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Etting, Vivian, Queen Margrete I, 1353-1412, and the Founding of the Nordic Union, Leiden: Brill Publishers, 2004, p.54.
  • Olav 4 Håkonsson – utdypning (Store norske leksikon)
  • Danmarks Historie IIwww.perbenny.dk
  • Huitfeldt, Arild. Danmarks riges Krønike
  • Rosborn+ När hände vad i nordens historia 1996. p.69.ISBN 91-7643-350-1