ფრედერიკ VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრედერიკ VII - დანიის მეფე

ფრედერიკ VII (დ. 6 ოქტომბერი, 1808, კოპენჰაგენი — გ. 15 ნოემბერი, 1863, გლიუქსბურგი) — დანიის მეფე 1848–1863 წლებში ოლდენბურგების დინასტიიდან. კრისტიან VIII-ის ძე. 1848 წელს ჩაახშო რევოლუცია შლეზვიგსა და ჰოლშტაინში. დამარცხდა პრუსიასთან ომში (1848–1850). მწვავე კლასობრივი ბრძოლის პირობებში გააუქმა საბატონო ბეგარა 1848 წელს. 1849 წელს იძულებული გახდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელიც ზღუდავდა სამეფო ხელისუფლებას და საარჩევნო ხმის უფლებას ანიჭებდა ყველა 30 წლის მამაკაცს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]