მაგნუს II (შვედეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაგნუს II
Magnus II of Sweden & Eric the Holy of Sweden battle drawing 1719.jpg
მაგნუსი და მისი თანამზრახველები კლავენ მეფე ერიკ IX-ს
შვედეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 18 მაისი, 1160
მმართ. დასასრული: 1161
წინამორბედი: ერიკ IX
მემკვიდრე: კარლ VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1130
გარდ. თარიღი: 1161
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ჰენრიკ სკატელორი
დედა: ინგრიდ რაგვალდსდოტერი
რელიგია: კათოლიციზმი

მაგნუს II ჰენრიკსსონი (შვედ. Magnus II Henriksson; დ. 1130 — გ. 1161) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის უზურპატორი მეფე 1160-1161 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნუსი დაიბადა 1130 წელს დანიაში. იგი იყო დანიის მეფე სვენ II-ის უკანონო ვაჟის, ჰენრიკ სკატელორისა და მისი მეუღლის, შვედეთის მეფე ინგე I-ის შვილიშვილ ინგრიდ რაგვალდსდოტერის ვაჟი.

დედის წარმომავლობის გამო, მაგნუსი ყოველთვის აცხადებდა შვედეთის ტახტზე პრეტენზიას. 1156 წელს, მეფე შვერკერ I ენდო მას და თავის მსახურად დაინიშნა, მაგრამ იგი ამავე წელს მოკლეს და ტახტზე დასვეს მეფე ერიკ IX. ამის შემდეგ, მაგნუსი შვერკერის ვაჟთან, კარლთან ერთად აწყობდა შეთქმულებას ერიკის წინააღმდეგ, რომელიც მათ 1160 წლის 18 მაისს გაძარცვეს დაა მოკლეს.

მალევე მაგნუსმა უღალატა კარლს და ტახტზე თავად ავიდა მაგნუს II-ის სახელით. მისი მმართველობა შვედეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო, რადგანაც სულ ერთ წელიწადში, კარლი ნორვეგიის მეფის დამხმარე ჯარებით დაბრუნდა შვედეთში, ბრძოლაში დაამარცხა მაგნუსი, მოკლა იგი და ტახტზე თავად ავიდა კარლ VII-ის სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Saxo Grammaticus, Danmarks krønike. København: Asschenfeldt's, 1985 (ISBN 87-414-4524-4).
  • Tunberg, Sven, Sveriges historia till våra dagar. Andra delen: Äldre medeltiden. Stockholm: P.A. Norstedt & Söners Förlag, 1926.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]