შინაარსზე გადასვლა

ალბრეხტ მაკლენბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბრეხტ მაკლენბურგი
Albrekt av Mecklenburg
შვედეთის მეფე
კორონაცია: 18 თებერვალი
მმართ. დასაწყისი: 1364
მმართ. დასასრული: 1389
წინამორბედი: მაგნუს II ერიქსონი და ჰააკონ მანგუსონი
მემკვიდრე: მარგარიტა დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1338
დაბ. ადგილი: მაკლენბურგი
გარდ. თარიღი: 1 აპრილი, 1412
გარდ. ადგილი: დობერანის მონასტერი
მეუღლე: რიჩარდის შვერინელი
აგნეს ბრუნსვიკ-ლუნებურგელი
შვილები: ერიკი

ალბერტ V
დინასტია: მეკლენბურგები
მამა: ალბრეხტ II
დედა: ეუფემია შვედი

ალბრეხტ მაკლენბურგი (შვედ. Albrekt av Mecklenburg; დ. დაახლოებით 1340, მაკლენბურგი — გ. 1412, დობერანის მონასტერი) — შვედეთის მეფე 1363—1389 წლებში, მაკლენბურგის ჰერცოგი 1384—1412 წლებში როგორც ალბერტ III.

მიუხედავად იმასა, რომ დასავლეთი შვედეთის უმეტესობა მას მხარს არ უჭერდა მან შეძლო შვედეთის ტახტი 19 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა. მან სტოკჰოლმში მხარდაჭერა საბოლოოდ მას შემდეგ დაკარგა რაც 1389 წელს დიდ მიწათმფლობელებს მიწები ჩამოართვა. მიწების და სიმდიდრის დაკარგვის შემდეგ შვედეთის რეგენტის საბჭომ დახმარებისთვის მიმართა მარგარიტა დანიელს. მარგარიტამ დასახმარებლად იმავე წლის თებერვალში ჯარი გააგზავნა, რომელმაც ალბრეხტის მომხრეები ასლეს ბრძოლაში (slaget vid Åsle) დაამარცხა. ალბრეხტი შეიპყრეს და სკონეში ლინდოლმენის ციხე-სიმაგრეში 6 წლით ჩასვეს. ციხიდან ის 1395 წელს გამოუშვეს იმ პირობით, რომ სამი წლის განმავლობაში ის ან დატოვებდა სტიკჰოლმს ან მარგარიტას სანაცვლოდ დიდ თანხას გადაუხდიდა. სამი წლის შემდეგ, 1398 -ში ალბერტმა თანხის გადახდას სტოკჰოლმის დატოვება არჩია.

ალბრეხტი 1412 წელს გარდაიცვალა და დასაფლავებულია მაკლენბურგის საგრაფოში კერძოდ დობერანის მონასტერში.

  • Nordberg, Michael I kung Magnus tid. (Stockholm: Norstedts, 1995) ISBN 978-9-119-52122-4
  • Den svenska historien: Medeltid 1319–1520. (Stockholm: Bonniers, 1966) p. 74–83
  • Hagen, Ellen Margareta - Nordens drottning. (Stockholm: Saxon & Lindströms förlag, 1953)
  • Larsson, Lars-Olof Kalmarunionens tid. (Stockholm: Prisma, Andra upplagan 1997) ISBN 91-518-4217-3