შინაარსზე გადასვლა

როსკილეს კათედრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსკილეს კათედრალი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები დანიის დროშა დანია | ქვეყნის დროშა2 | name = დანიის დროშა დანია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 695
Map
https://www.roskildedomkirke.dk/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 695
ინგლ.რუს.ფრ.

როსკილეს კათედრალი (დან. Roskilde Domkirke) — დანიის ლუთერანული ეკლესიის ტაძარი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ზელანდიაზე, ქალაქ როსკილეში. ეს იყო პირველი გოთური არქიტექტურული სტილის კათედრალი, რომელიც აგურით აშენდა, რის შემდეგაც აგურის გოთიკა მთელ ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელდა.

ტაძარი XII-XIII საუკუნეებში აიგო, გოთური და რომანული არქიტექტურის ნაზავით. XX საუკუნემდე ის კუნძულ ზელანდიის ერთადერთ კათედრალად რჩებოდა.

XV საუკუნიდან, როსკილეს კათედრალი დანიის მეფეთა მთავარ ძვალთშესალაგს წარმოადგენდა. საუკუნეთა განმავლობაში, კომპლექსი მნიშვნელოვნად იცვლებოდა და ფართოვდებოდა, რადგან თითოეული მმართველი ახალ სამარხ კაპელებს ამატებდა.

კათედრალი მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ყოველწლიურად მას 125 000 მნახველი სტუმრობს. 1995 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მსოფლიო მემკვიდრეობა