ერიკ XIV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერიკ XIV
Erik XIV (1533-1577) (Domenicus Verwilt) - Nationalmuseum - 17913.tif
შვედეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 29 სექტემბერი, 1560
მმართ. დასასრული: იანვარი, 1569
წინამორბედი: გუსტავ I
მემკვიდრე: იოჰან III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 დეკემბერი, 1533
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 26 თებერვალი, 1577, (43 წლის)
გარდ. ადგილი: უფსალა, შვედეთი
მეუღლე: კარინ მაანსდოტერი
შვილები: ვირჯინია
კონსტანცია
სიგრიდი
გუსტავი
დინასტია: ვაზა
მამა: გუსტავ I, შვედეთის მეფე
დედა: კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ერიკ XIV ვაზა (შვედ. Erik XIV Vasa) (დ. 13 დეკემბერი, 1533, სტოკჰოლმი — გ. 26 თებერვალი, 1577, იორბიუსი (უფსალა),შვედეთი) — შვედეთის მეფე 1560–1568 წლებში

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

29 სექტემბერი —გარდაეცვალა მამა მეფე გუსტავ I.
იმავე წელს იგი შვედეთის მეფედ ეკურთხა.
  • 156129 ივნისი - ნახევრძმების ძალაუფლებათა შესაკვეცად მან გამოსცა ე.წ. «არგობას არტიკლები».
იმავე წელს ერიკ XIV დაიპყრო ქალაქი ტალინი და მტალი ესტონეთი. ამით მან დაასწყო ძმას, იოჰანს, ფინეთის ჰერცოგს და ხელი შეუშალა ამ უკანასკნელის პატივმოყვარე მიზნებს.
ერიკ XIV საბრძოლო ჯავშანში
  • 1562 — იოჰანმა დახმარებისათვის პოლონეთსმიმართა. იქორწინა კატარინა იაგელონიცაზე და დიდი თანხის სანაცვლოდ მიიღო მიწები ლიფლანდიაში. ეს მიწები ესტონეთის საზღვრებთან მდებარეობდა და ამით ხელს უშლიდა ერიკის ექსპანსიას ბალტიისპირეთში.
  • 1563 — პოლონეთიდან ტურკუში დაბრუნებულ იოჰანს ერიკმა შეხვედრა შეთავაზა, რომ გამოერკვია ვის მხარეს დაიჭერდა მისი ძმა.
23 აპრილი - საკუთარი მსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით რაიხსტაგმა იოჰანს სახელმწიფოს ღალატში დადო ბრალი და სიკვდლილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა შეწყალებულ იქნა და გრიპსჰოლმის სასახლეში დაატუსაღეს.
იმავე წელს ერიკი ჩაება «სამი გვირგვინის ომში» (1563–1570) დანიისა და გერმანულ ჰანზას წინააღმდეგ. მიუხედავად ბრძოლებში პირადი მონაწილეობისა ერიკი ვერ აღმოჩნდა კარგი მთავარსარდალი და შვედეთი წაგებას წაგებაზე ნახულობდა. სამაგიეროდ დიდ გამარჯვებებს მიაღწია შვედურმა ფლოტმა.
  • 1568 — ერიკ XIV ცდილობდა დაქორწინებულიყო მარია სტიუარტზე ან რენატა ფონ ლოთრინგენზე. ამასობაში მან საკმარიკი ყურადღება ვერ მიაქცია საშინაო პრობლემებს და შვედ დიდებულთა აჯანყებას აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა.
29 სექტემბერი - იგი დაპატიმრებულ იქნა მისი მოჯანყე ძმის იოჰანის მიერ, რომელიც ერიკმა დაუფიქრებლად გამოუშვა საპყრობილედან.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკმა 1568 წელს იქორწინა კარინ მაანსდოტერზე, რომელთან შეეძინა შვილები:

გარდა ამისა მას აყავდა არაკანონიერი ქალიშვილი ვირგინია 1559–1633

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]