ვაკიჯვარი
სოფელი | |
---|---|
ვაკიჯვარი | |
მდინარე ნატანები სოფელ ვაკიჯვართან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაკიჯვარი |
კოორდინატები | 41°55′02″ ჩ. გ. 42°08′43″ ა. გ. / 41.91722° ჩ. გ. 42.14528° ა. გ. |
ადრეული სახელები | ვაკეჯვარი |
ფართობი | 6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
მოსახლეობა | 597[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 99,5 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვაკიჯვარი — სოფელი და კურორტი საქართველოში (გურიის მხარე), ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვაკიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვაკიჯვარი, ფამფალეთი). 2014 წლის აღწერით სოფელში 597 მცხოვრებია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაკიჯვარი მდებარეობს მდ. ნატანების მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მ-ზე, ოზურგეთიდან 13 კმ-ის დაშორებით. სოფელში არის წითელი რკინის მადანი, აპატიტი. ქანი შეიცავს 7-10 ‰ აპატიტს, ხოლო 41-53 ‰ ფოსფორის ანჰიდრადს. საბადო აღმოაჩინა ინჟინერმა კრუგმა 1912 წელს. მას „ჩხიკვას“ საბადოს ეძახიან. „ჩიჩუას ხევის“ მარჯვენა მხარეზე მოიპოვება მაგნიტური რკინის საბადო, რომელიც პეგმატიტის ძარღვთან არის დაკავშირებული.
სოფლის ერთ-ერთი უბანია თავვაკიჯვარი, რომელიც ცენტრიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. თავვაკიჯვრიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაკიჯვრის მიდამოებში 1983 წელს კოლხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა გვიანდელი ბრინჯაოს – ადრეული რკინის ხანის მეტალურგიული სახელოსნო. გამოვლინდა წიდები, კერამიკა. ასევე თიხის საქშენი მილები. სოფელში აღმოჩენილია ასევე ძვ. წ. XII –XI საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების განძი.[2]
1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო შეადგენდა 35 კომლს.[3] რუსეთის იმპერიის დროს შედიოდა ბახვის საზოგადოებაში და ეწოდებოდა ვაკე-ჯვარი. ბახმაროს აღმოჩენამდე ვაკიჯვარი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა. შემდეგ ვაკიჯვარმა, როგორც სააგარაკო ადგილმა, დაკარგა მნიშვნელობა.[4] 1950-იან წლებში სოფელში აშენდა 250 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი.
სოფელში მდგარა შუა საუკუნეების (სავარაუდოდ X-X სს.) ეკლესია. მის საძირკველზე 2000 წელს ააგეს ახალი დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენით. ახალი ნაგებობის საპირე წყომაში ჩართულია ძველი ეკლესიის მოჩუქურთმებული ქვები. ეზოში დალაგებულია ძველი ეკლესიის სხვა არქიტექტურული დეტალები ტრაპეზის ქვა, არქიტრავის ნაწილი და სვეტი თავისი ბაზისით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 1101 | ||
1911[6] | 711 | ||
2002 | 844 | ||
2014 | 597 | 294 | 303 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაკიჯვარი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 333.
- ვაკიჯვარი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24731
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16167
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ თავაძე გ.,„მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 62
- ↑ ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 71, ISBN 99940-11-89-8.
- ↑ კუნჭულია გრ., ვაკიჯვრის კეთილმოწყობისთვის // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1935, № 24, გვ. 4.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|