ვაკიჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვაკიჯვრის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში. ეკლესია დგას სოფლის ბოლოში, ე. წ. თავვაკიჯვარში.

ეკლესია აშენებულია 2000 წელს, X საუკუნის ტაძრის საძირკველზე. ფასადზე რამდენიმე ადგილას გამოყენებულია ძველი ეკლესიის ჩუქურთმიანი ქვა. ძველი ტაძრის ქვების ნაწილი ეზოშია. შენობა წარმოადგენს ერთნავიან ბაზილიკას და სწორკუთხა მინაშენი აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 10544