ფადლონ იბნ შავური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფადლონი.

ფადლონ იბნ შავური, ფადლ იბნ შავურიშედადიანთა სახელმწიფოს მმართველი 1067—1073 წწ. შედადიანთა სახელმწიფო მის დროს კრიზისს განიცდიდა. ალფ-არსლანის მიერ არანის დაპყრობის შემდეგ თურქ-სელჩუკთა მორჩილების აღიარებით და მათი მხარდაჭერით ფადლონმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია ამიერკავკასიაში. კერძოდ, საქართველოს დალაშქვრის შემდეგ ალფ-არსლანმა მას გადასცა „სასაზღვრო მხარის“ ციხეები. ეს იყო ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც მიაღწიეს შედადიანებმა საქართველოსთან ბრძოლაში. ფადლონმა 1068 წლის ივლისში 33 ათასი მეომრით საქართველოში ილაშქრა; ბაგრატ IV-სთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და იძულებული იყო ციხეებიც უკან დაებრუნებინა. ალფ-არსლანის ჩარევით ფადლონმა ციხე გაგის სანაცვლოდ ტყვეობიდან თავი დაიხსნა, მაგრამ სახელმწიფოში შიგა არეულობა ვერ აღკვეთა და შვილმა ტახტიდან ჩამოაგდო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოფურია პ., აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI—XII საუკუნეებში, თბ., 1975;
  • Минорский В., История Ширвана и Дербенда Х—ХИ веков, М., 1963