ადლი მანსური
| ადლი მანსური | |
| ეგვიპტის პრეზიდენტის მ/შ | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 3 ივლისი, 2013 – 8 ივნისი 2014 | |
| წინამორბედი | მოჰამედ მურსი |
| დაბადებული | 23 დეკემბერი, 1945 კაირო, ეგვიპტე |
| პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
| პროფესია | იურისტი |
| რელიგია | ისლამი-სუნიზმი |
ადლი მანსური (არაბ. عدلي منصور; დ. 23 დეკემბერი, 1945, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი იურისტი. ეგვიპტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 8 ივნისამდე[1].
1967 წელს დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992 წლიდან კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეა. ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის 2013 წლის 19 მაისის დეკრეტის საფუძველზე 2013 წლის 1 ივლისს დაინიშნა კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარედ. 3 ივლისს დანიშნეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ, რაც არმიამ გადააყენა ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი. 4 ივლისს დადო ფიცი, როგორც დროებითმა პრეზიდენტმა[2].
დაოჯახებულია, ჰყავს ერთი ბიჭი და ორი გოგო[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რადიო თავისუფლება: ეგვიპტეში დროებითი პრეზიდენტი დაინიშნა
- ↑ ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა ფიცი დადო
- ↑ „ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტის ადლი მანსურის ბიოგრაფია“. „რია-ნოვოსტი“. 4 ივლისი, 2013. ციტირების თარიღი: 2013-07-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება)
| |||||||