გაუწყინარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
გაუწყინარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
თემი პირველი მაისი
კოორდინატები 42°07′44″ ჩ. გ. 42°16′05″ ა. გ. / 42.12889° ჩ. გ. 42.26806° ა. გ. / 42.12889; 42.26806
პირველი ხსენება 1870
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20
მოსახლეობა 438[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 73 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გაუწყინარი — საქართველო
გაუწყინარი
გაუწყინარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
გაუწყინარი

გაუწყინარისოფელი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის თემში.[2] სოფელში არის სკოლა, საბავშვო ბაღი და საექიმო პუნქტი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად, სოფლის სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა „უწყინარი“, ვინაიდან წინათ აქ ურმებით ღვინო დაჰქონდათ გასაყიდად, რომელსაც მოსახლეობა ყიდულობდა და ხშირი იყო ქეიფი და მოლხენა, ე. ი. იყო უწყინარი ხალხი, მდგომარეობა, რაც შემდეგ სოფლის სახელშიც აისახა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 20 მეტრზე, აბაშიდან დაშორებულია 13 კილომეტრით, რკინიგზის უახლოეს სადგურ მარნისან 5 კმ. სოფელში ზაფხული ზომიერად ცხელი იცის, ზოგჯერ გვალვებია და ჰაერის ტემპერატურა + 38, + 39 გრადუსს აღწევს. ზამთარი მცირედ თოვლიანია, დიდთოვლიანობა იშვიათია. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში უმეტესად 0 გრადუსის ზემოთაა, ძლიერი ყინვები თითქმის არ იცის, ტემპერატურა -10 (მინუს ათი) გრადუსის ქვემოთ იშვიათად ჩადის.

ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებიდან სოფელში გავრცელებულია თხმელა, ასევე ჭადარი, იშვიათად არის წიწვოვანი მცენარეებიც. სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე ბინადრობს გარეული ცხოველები: ტურა, კვერნა, კურდღელი, ზღარბი, კუ, სხვადასხვა მღრღნელები და ქვეწარმავლები, ფრინველებიდან ტყის ქათამი, ყვავი, ყორანი, ძერა, ოფოფი, მწყერი, შაშვი, გუგული, ბეღურა და სხვა, თევზებიდან გავრცელებულია ზუთხი, კობრი, ღლავი, ტარანი და სხვა. სოფელში გავრცელებულია ჭადარი, კოპიტი, ალვის ხე, ტირიფი, აკაცია, ვერხვი, ცაცხვი, დაფნა, პალმა, საკარმიდამო ნაკვეთებში გავრცელებულია ვაშლი, მსხალი, ატამი, ტყემალი, ალუჩა, ლეღვი, ბუშმალა, წაბლი, ბალი, ალუბალი, კაკალი, ბროწეული, თუთა, კომში, ხურმა, კარალიოკი, კოწახური, თხილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი პირველად იხსენიება 1870 წელს, როცა გაუწყინარის ეკლესია იხსენიება საჭილაოს საბლაღოჩინოს აღწერაში. 1910 წელს სოფელში გაიხსნა სკოლა. საბჭოთა ოკუპაციამდე სოფელში გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა. 1933 წლამდე შედიოდა მარნის სასოფლო საზოგადოებაში. 1936 წელს დაშალეს სოფლის სასაფლაოზე მდგარი ხის ეკლესია. 1946 წელს სოფლის სკოლა შვიდწლიანად გადაკეთდა. 1951-53 წლებში გაშენდა სოფლის ქარსაცავი ზოლები. 1966 წელს მოხდა სოფლის ელექტროფიკაცია. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეღორეობისა (1995 წლამდე) და მესაქონლეობის ფერმები. 1962 წელს დაინიშნა სამტრედია-გაუწყინარის ავტობუსი. 1970-იან წლებში მოხდა სოფლის შიდა გზების მოასფალტება. 1973 წელს სოფელში აშენდა ადმინისტრაციული შენობა. 1987 წელს სოფელში აშენდა ეთერზეთების ქარხანა. 1987 წელს აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც 2005 წელს დაანგრიეს. 1988 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა. 1993 წლის შემოდგომაზე სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო ომის საბრძოლო მოქმედებები, რასაც ემსხვერპლა სოფლის შვიდობიანი მოსახლეობა. 2013-2016 წლებში აშენდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია. 2016 წელს მოხდა სოფლის გაზიფიცირება, აშენდა საბავშვო ბაღის შენობა. ამჟამად გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებია თხილი, ხურმა, კარალიოკი, მოქმედებს რამდენიმე მცირე მეფრინველეობის ფერმა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში 5 ქუჩაა, სოფლის შიდა გზების სიგრძე 13 კმ-ია. სოფლის სხვადასხვა ტერიტორიების სახელებია ჯიმასული, გოშახი, კირკალა, ცხილარი, ბახვაჭალა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 438 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 756 368 388
2014[1] Decrease2.svg 438 207 231

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II