ნაესაკოვოს თემი აერთიანებს სოფ. ნაესაკოვოსა და სოფ. კოდორს. სოფ. კოდორი მდებარობს მდ. რიონის ორივე (მარჯვენა და მარცხენა) სანაპიროზე. თავდაპირველად მდ. რიონი სოფლის სამხრეთით გაედინებოდა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში მდ. რიონისათვის კალაპოტი ხელოვნურად შეუცვლიათ, ამით სოფ. კოდორი ორად გაიყო. მისი დიდი ნაწილი, რომელიც რიონის ჩრდილოეთის სანაპიროზე მდებარეობს იწოდება პირველ კოდორად და ერთიანდება ნაესაკოვოს თემში, მეორე, სამხრეთი ნაწილი კი კეთილარის თემში. ნაესაკოვოს თემის მოსახლეობა შეადგენს 954 ადამიანს. სოფელ ნაესაკოვოში დაიბადა ცნობილი პოეტი სიმონ ჩიქოვანი (1902-1966 წ.წ.). 2012 წელი, როგორც მწერლის საიუბილეო წელი საზეიმოდ აღინიშნა.