გველხოკერა
იერსახე
| გველხოკერა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Ophisaurus apodus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 157263 | ||||||||||||
| ||||||||||||
გველხოკერა (ლათ. Ophisaurus apodus) — უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. 1,5 მ-მდე სიგრძის მორუხო-მოყვითალო სხეულზე მოწითალო ან წენგოსფერი ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე კანის ღრმა ნაოჭი გასდევს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ყირიმში, კავკასიაში, შუა აზიაში ადის ზღვის დონიდან 2000 მ-დე. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება — ველებზე, მეჩხერ ტყეებში, ბაღებში და ზოგჯერ სოფლის ეზოებშიც. იკვებება მწერებითა და მოლუსკებით, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ივნის-ივლისში დებს 8-10 კვერცხს. ივლის-აგვისტოში ახალი თაობა იჩეკება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 140.
