შინაარსზე გადასვლა

მაიდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მაიდანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
თემი სამიქაო
კოორდინატები 42°17′10″ ჩ. გ. 42°18′55″ ა. გ. / 42.28611° ჩ. გ. 42.31528° ა. გ. / 42.28611; 42.31528
ცენტრის სიმაღლე 70
მოსახლეობა 707[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მაიდანი — საქართველო
მაიდანი
მაიდანი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მაიდანი
მაიდანი — აბაშის მუნიციპალიტეტი
მაიდანი

მაიდანისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, სამიქაოს თემში.[2] ოდიშის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრზე. აბაშიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. სოფელ მაიდანში გაედინება მდინარეები: ცხენისწყალი, ნოღელა, შავღელა და კოვზა. აღსანიშნავია, რომ სოფელში უძველესი დროიდან დღემდე ფუნქციონირებს წყლის წისქვილი, რომელიც მდინარე კოვზაზეა გაშენებული.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 707 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]1086526560
2014[1] 707344363
  1. 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 1 2 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.