ნაესაკოვო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ნაესაკოვო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
თემი ნაესაკოვო
კოორდინატები 42°10′25″ ჩ. გ. 42°12′29″ ა. გ. / 42.17361° ჩ. გ. 42.20806° ა. გ. / 42.17361; 42.20806
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 575[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98%[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნაესაკოვო — საქართველო
ნაესაკოვო
ნაესაკოვო — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნაესაკოვო

ნაესაკოვო[3][4], ნაესაკაო[5]სოფელი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 4,5 კილომეტრით. სოფელში ნაპოვნია ძვ. წ. V საუკუნის „შუაქალაქის“ ნივთების ფრაგმენტები.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაესაკოვოს თემი აერთიანებს სოფ. ნაესაკოვოსა და სოფ. კოდორს. სოფ. კოდორი მდებარობს მდ. რიონის ორივე (მარჯვენა და მარცხენა) სანაპიროზე. თავდაპირველად მდ. რიონი სოფლის სამხრეთით გაედინებოდა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში მდ. რიონისათვის კალაპოტი ხელოვნურად შეუცვლიათ, ამით სოფ. კოდორი ორად გაიყო. მისი დიდი ნაწილი, რომელიც რიონის ჩრდილოეთის სანაპიროზე მდებარეობს იწოდება პირველ კოდორად და ერთიანდება ნაესაკოვოს თემში, მეორე, სამხრეთი ნაწილი კი კეთილარის თემში. ნაესაკოვოს თემის მოსახლეობა შეადგენს 954 ადამიანს. სოფელ ნაესაკოვოში დაიბადა ცნობილი პოეტი სიმონ ჩიქოვანი (1902-1966 წ.წ.). 2012 წელი, როგორც მწერლის საიუბილეო წელი საზეიმოდ აღინიშნა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 575 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 795 366 429
2014[1] Decrease2.svg 575 277 298

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]