Marooned (ინსტრუმენტალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან Marooned (პინკ ფლოიდის კომპოზიცია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Marooned“
სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი The Division Bell
გამოსვლის თარიღი 30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი)
5 აპრილი, 1994 (აშშ)
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 5:30
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ინგლისი)
Columbia Records (აშშ)
ავტორი დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
The Division Bell სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Marooned — ინსტრუმენტული კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის ალბომიდან The Division Bell.[1] მისი შემოკლებული ვერსია შეტანილია პინკ ფლოიდის კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd.

კომპოზიციის ავტორები არიან დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი. იგი შეიქმნა სტუდიაში Britannia Row მუსიკალური იმპროვიზაციის დროს (1993). ისევე, როგორც „Is There Anybody Out There?“, ეს კომპოზიციაც იყენებს სირენების მსგავს ეფექტს, რომელიც გამოიყენება კომპოზიციაში Echoes.

კომპოზიცია შესრულდა მხოლოდ სამჯერ - ორჯერ პინკ ფლოიდის 1994 წლის ტურნეზე, ერთხელ კი - დევიდ გილმორის მიერ, Stratocaster-ის გიტარისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე.

1994 წელს კომპოზიციას მიენიჭა გრემის ჯილდო, კატეგორიაში საუკეთესო „როკ-ინსტრუმენტალი“. ეს არის დღეისთვის პინკ ფლოიდის ერთადერთი გრემი.

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus,. ISBN 0-7119-4301-X.