Soundtrack from the Film More
| Soundtrack from the Film More | ||
| Soundtrack from the Film More | ||
| გამოცემის თარიღი | 27 ივლისი, 1969 | |
| ჩაწერის თარიღი | მარტი, 1969 სტუდია Pye და ები როუდის სტუდია |
|
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი | |
| ხანგრძლივობა | 44:56 | |
| ლეიბლი | Columbia/EMI ბრიტანეთი Tower/Capitol აშშ Harvest Records აშშ |
|
| პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |
| ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი | ||
|---|---|---|
| A Saucerful of Secrets (1968) |
Soundtrack from the Film More (1969) |
Ummagumma (1969) |
| სინგლები ალბომიდან Soundtrack from the Film More | ||
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
Soundtrack from the Film More (ქართ. მუსიკა ფილმიდან „მეტი“) — ჯგუფ პინკ ფლოიდის მესამე სტუდიური ალბომი და ამავე ჯგუფის დისკოგრაფიაში - პირველი დისკი, რომლის ყველა სიმღერაც გამოყენებულია ფილმში.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ფილმი „მეტი“, რომლის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი, აგებულია გერმანელი სტუდენტის ისტორიაზე, რომელსაც შეუყვარდა ნარკომანი ქალი და თავად იქცა ნარკოტიკების მსხვერპლად. ფილმში ჟღერს პინკ ფლოიდის მუსიკა.
სიმღერების დიდი ნაწილი ფოლკური ბალადების სახით არის წარმოდგენილი. აგრეთვე არის ორი ჰარდ-როკის სტილის სიმღერა - The Nile Song და Ibiza Bar) და რამდენიმე ინსტრუმენტული ნომერი - აღსანიშნავია იმპროვიზაციული Main Theme, რომელიც ფილმის შესავალში ჟღერს.
ფილმში, ალბომისგან განსხვავებით, აგრეთვე ჟღერს Seabirds და Hollywood - ორი სიმღერა, რომელიც არ შეიტანეს ორიგინალურ ალბომში. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სიმღერას Cymbaline ოდნავ შეცვლილი ტექსტი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც არ უკრავს სიდ ბარეტი - 1968 წლის შემდეგ მან ოფიციალურად დატოვა პინკ ფლოიდი. აგრეთვე ეს არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, ჩაწერილი ნორმან სმითის დახმარების გარეშე. იგი ჩაწერილია სტუდიაში Pye (ლონდონი). ხმის ინჟინერია ბრაიან ჰემფრიზი.[2]
გამოსვლისთანავე ალბომი ბრიტანეთში #9, ხოლო მეორე გამოცემის შემდეგ, 1973 წელს - #153 პოზიციაზე მოხვდა. 1987 წელს იგი პირველად გამოვიდა კომპაქტ-დისკის ფორმატში, ხოლო 1995 და 1996 წლებში (ბრიტანეთსა და აშშ-ში) გამოიცა მისი რემასტერინგი.
საგულისხმოა, რომ ორიგინალურ ამერიკულ გამოცემაში ალბომის სათაური შემოკლებული იქნა და ჟღერდა უბრალოდ More. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი სამი ალბომიდან, რომელიც შტატებში გამოსცა ლეიბლმა Tower Records. 1973 წლის აშშ გამოცემა გამოვიდა ლეიბლზე Harvest Records. მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტ-დისზე ალბომის სათაური მითითებულია როგორც Soundtrack from the Film More, დისკის ყუთის ყუაზე გამოტანილი სათაური ჟღერს, როგორც Music from the Film More, ხოლო თავად დისკზე გამოტანილია More.
სიმღერების სია [რედაქტირება]
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | Cirrus Minor | როჯერ უოტერსი | 5:18 | ||||||
| 2. | The Nile Song | უოტერსი | 3:26 | ||||||
| 3. | Crying Song | უოტერსი | 3:33 | ||||||
| 4. | Up the Khyber (ინსტრუმენტული) | ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი | 2:12 | ||||||
| 5. | Green Is the Colour | უოტერსი | 2:58 | ||||||
| 6. | Cymbaline | უოტერსი | 4:50 | ||||||
| 7. | Party Sequence (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, დევიდ გილმორი, მეისონი | 1:07 | ||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | Main Theme (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 5:27 | ||||||
| 2. | Ibiza Bar | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 3:19 | ||||||
| 3. | More Blues (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 2:12 | ||||||
| 4. | Quicksilver (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 7:13 | ||||||
| 5. | A Spanish Piece | გილმორი | 1:05 | ||||||
| 6. | Dramatic Theme (ინსტრუმენტული) | უოტერსი, რაიტი, გილმორი, მეისონი | 2:15 | ||||||
სინგლები [რედაქტირება]
- The Nile Song (B-გვერდი Ibiza Bar) (1969, ევროპა და იაპონია)
მუსიკოსები და პერსონალი [რედაქტირება]
- დევიდ გილმორი – აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული გიტარა, სლაიდ გიტარა, ფლამენკო გიტარები, ფირის ეფექტები, ბონგო, ვოკალი
- ნიკ მეისონი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ბონგო, პერკუსია
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, გიტარა, ფირის ეფექტები, ფრინველების ჭიკჭიკის შერჩევა, ბონგო, გონგი
- რიჩარდ რაიტი – ჰემონდის ორღანი, ფარფისას ორღანი, ფორტეპიანო, ვიბრაფონი, ბონგო
- სხვები
- ჯეიმზ გათრი – ახალი მასტერინგი
- Hipgnosis – ყდის დიზაინი
- დაგ საქსი – ახალი მასტერინგი
ადგილები ჩარტში [რედაქტირება]
აქ მითიტებულია ადგილები ჩარტში გაყიდვების მიხედვით.
| წელი | ჩარტი | ადგილი |
|---|---|---|
| 1969 | ბრიტანული ალბომების ჩარტი | 9[3] |
| 1973 | ბილბორდი | 153[4] |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ allmusic ((( Tonite Let's All Make Love in London [1990 > Overview )))]. www.allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 2010-06-26.
- ↑ Nick Mason, Inside Out, first edition p129
- ↑ Chart Stats - Pink Floyd - More. www.chartstats.com. წაკითხვის თარიღი: 2009-07-02.
- ↑ allmusic ((( Pink Floyd > Charts & Awards > Billboard Albums ))). www.allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 2009-07-03.
|
||||||||