Cirrus Minor (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Cirrus Minor“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან More
გამოსვლის თარიღი 27 ივლისი 1969
ჩაიწერა მარტი 1969
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 5:15
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Moreსიმღერები

Cirrus Minor“ — პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა.[1] იგი არის რიგით პირველი კომპოზიცია 1969 წლის ალბომიდან More.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია დაახლოებით 5 წუთსა და 15 წამს გრძელდება. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერაში წამყვან ვოკალს დევიდ გილმორი ასრულებს, ხოლო რიჩარდ რაიტი ორგანზე უკრავს. სიმღერა ჰალუცინოგენურ, პასტორალურ განწყობას ატარებს, დომინირებს ორგანი და ჩიტების ხმები. სიმღერა აგრეთვე შეტანილია კრებულში Relics.

სიმღერაში დასარტყმელი საკრავები არ ჟღერს. დასაწყისში გამოყენებულია ჩიტების ხმა ჩანაწერიდან „Dawn Chorus“, ხოლო ცალკე ჩიტის ხმა ბულბულის არის. ყველა ხმოვანი ეფექტი აღებულია EMI-ს არქივებიდან.

სიმღერა კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.