ზურაბ აბაშიძე (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ აბაშიძე
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1973 (1973-05-03) (50 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ზურაბ აბაშიძე (დ. 3 მაისი, 1973, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი. თბილისის IV მოწვევის საკრებულოსა და საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანაშემწედ. 1998-2000 წლებსი იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს მრჩეველი. 2000 წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2004-2005 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შემდეგ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2005-2007 წლებში სხვადასხვა დროს იყო: აფხაზეთის მთავრობის წევრი, ხოლო შემდეგ მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, მთავრობის აპარატის უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი. 2010-2012 წლებში ქ. თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2012-2015 წლებში — პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დარგობრივი ეკონონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. 2017–2021 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]