დევი ჭანკოტაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევი ჭანკოტაძე
1 სექტემბერი, 1961 -
Devi Chankotadze.jpg
ვლადიმერ ჩაჩიბაია და დევი ჭანკოტაძე 2009 წლის 5 მარტს თანამდებობის შეცვლისას.
კუთვნილება საბჭოთა კავშირი, საქართველოს შეიარაღებული ძალები
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-საქართველოს ომი

დევი ჭანკოტაძე (დ. 1 სექტემბერი, 1961), გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 2000-04 წწ. და 2008 წ. აგვისტოდან. 2009 წლის მარტიდან გენშტაბის უფროსი.

1982 წ. დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი. 1982-90 წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1991-92 წწ. იყო ქ. გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი, 1992-94 წწ. — ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური, 1994-95 — ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. მეთაურობდა პირველი საარტილერიო ბრიგადას (1995), მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996-99), არტილერიას (1999-2000). 2000-2004 წწ. იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2005 წწ. — სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე. 2005 წ. დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წ. დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 2008 წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. 2009 წლის მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი.

წყაროები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: