ვლადიმერ ჩაჩიბაია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვლადიმერ ჩაჩიბაია (დ. 4 ნოემბერი, 1971) — ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი (ნოემბერი 2008 - მარტი, 2009).
1994 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო აკადემია. 1999 წელს მოსამზადებელი კურსები გაიარა აშშ-ის ქვეით ოფიცერთა სკოლაში, ფორტ ბენინგი, ჯორჯია. 2002-03 წლები გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოციცერთა კურსი, ხოლო 2007-08 წლებში აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი.[1]
[რედაქტირება] სამუშაო გამოცდილება
- 1989-1991 რიგითი, სამხედრო საჰაერო ძალები, სსრკ, საქართველო
- 1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდია
- 1992-1993 – ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია
- 1993 -1994 - სამხედრო აკადემიის კურსანტი
- 1994-1995 - ქვეითი ოცეულის მეთაური, 25-ე ქვეითი ბრიგადა
- 1995-1996 - დაზვერვის ბატალიონი, AGS-17 ოცმეთაური
- 1996-1998 - დაზვერვის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე
- 1998-1999 - ცალკეული დაზვერვის ბატალიონის S-3 ოფიცერი (ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი)
- 1999-2000 - სწრაფი რეაგირების ძალები ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (შეიარაღების სპეციალისტი)
- 2000-2001 - სწრაფი რეაგირების ძალები საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი
- 2001-2002 - G-2 ის უფროსი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
- 2002-2003 – პირადი შემადგენლობის ოფიცერი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
- 2003-2005 - პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი
- 2004 – ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში
- 2005 – მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური
- 2005-2006 გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი
- 2006 - სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი
- 2006 - გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
- 2007 - გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი
- 2008 სექტემბერი – ნოემბერი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი
- 2008 წლის ნოემბერი - 2009 წლის მარტი - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.
[რედაქტირება] ჯილდოები
- 1999 - მედალი საბრძოლო მიღწევისათვის
- 2002- სახელობითი “მაკაროვის” ტიპის პისტოლეტი
- 2006 - გენერალ მაზნიაშვილის მედალი
- 2007 – სახელობითი “გლოკ-19”-ის ტიპის პისტოლეტი
[რედაქტირება] სქოლიო
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
სტატიის 