ხატია წილოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხატია წილოსანი
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1984 (1984-10-10) (39 წლის)
დაბადების ადგილი ლანჩხუთი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ხატია წილოსანი (დ. 10 ოქტომბერი, 1984, ლანჩხუთი[1]) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს იყო საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი. 2011-2012 წლებში იყო საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი. 2012-2017 წლებში სხვადასხვა დროს იკავებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და უფროსის თანამდებობას. 2017-2020 წლებში იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]