იაშა შერვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაშა შერვაშიძე
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1957 (1957-08-01) (66 წლის)
დაბადების ადგილი პირველი მაისი, ქედის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქმიანობა ქედის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
შვილ(ებ)ი 2
kedi.majoritarian.ge

იაშა შერვაშიძე (დ. 1 აგვისტო, 1957, პირველი მაისი, ქედის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. 1980-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროში. 1990-1991 წლებში მუშაობდა გონიოს ციტრუსების მეურნეობაში. 1991-2008 წლებში ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]