გიორგი მელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მელაძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1972 (1972-01-01) (52 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გიორგი მელაძე (დ. 1 იანვარი, 1972, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი.

1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია, აგრეთვე თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარა“, სპეციალობით სამართალმცოდნეობა. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]