ვახტანგ კიკაბიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუბა (მრავალმნიშვნელოვანი).
ვახტანგ კიკაბიძე
Мимино-Валико.jpg
დაბ. სახელი ვახტანგ კიკაბიძე
დაბ. ადგილი საქართველოს დროშა თბილისი
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1938 (1938-07-19) (75 წლის)
სხვა ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი

ვახტანგ („ბუბა“) კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველმქნელის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.

1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).

კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

  • 1978 - Поет Буба Кикабидзе [EP]
  • 1979 - Поет Вахтанг Кикабидзе [EP]
  • 1980 - Поет Вахтанг Кикабидзе [EP]
  • 1980 - Песни Алексея Экимяна поет Вахтанг Кикабидзе
  • 1981 - Пожелание
  • 1981 - Пока сердце поёт
  • 1983 - Вахтанг Кикабидзе поёт песни А.Морозова [EP]
  • 1994 - Мои Года
  • 1996 - Ларису Ивановну хочу
  • 1997 - Письмо другу
  • 1997 - Секрет счастья
  • 1999 - Танго любви
  • 2001 - Лучшие песни
  • 2003 - Грузия, любовь моя
  • 2004 - Старики-разбойники
  • 2006 - Танцы-шманцы, обниманцы
  • 2007 - Я жизнь не тороплю
  • 2008 - Проза жизни

ფაქტები[რედაქტირება]

  • მომღერლის სახელი ჰქვია ჯგუფს „Водопад имени Вахтанга Кикабидзе“ (რუსეთი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]