საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს ეკლესია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church logo.gif
საქართველოს საპატრიარქოს გერბი
თბილისი 15 Tbilisi.jpg
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში.
Sabinin. Glory of Iveria.jpg
მიხეილ საბინინის ხატი
"დიდება იბერიას"
დამაარსებელი ანდრია პირველწოდებული
ავტოკეფალია 486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან; 1917 წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან
აღიარება ავტოკეფალია აღიარებულია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 486 წელს. ავტოკეფალიის აღდგენის აღიარება მოხდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1943 წელს, ხოლო კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1990 წელს.
წინამძღვარი მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.
რეზიდენცია თბილისი , მცხეთა
ტერიტორია საქართველო
ენა ქართული ენა
მრევლი 3,500,000[1]
ოფიციალური ვებ-გვერდი patriarchate.ge

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების“ I ტომ­ში გვამცნობს,

ვიკიციტატა
«ხოლო კვალად განამტკიცნა წმიდამან ან­დრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითად»

IV საუკუნის დამდეგს, 317 წელს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველო) სახელმწიფო რელიგიად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია (დამოუკიდებელია) 484 წლიდან, მანამდე შედიოდა ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში. სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისაგან განსხვავებით, მას აქვს ზოგიერთი განსხვავება ლიტურგიულ წესებში.

V საუკუნის 60-70-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა. , ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში.

კოლხეთის ტერიტორია ისტორიულ წარსულში დროის შესა­ბამისად სხვადასხვა საკათალიკოსო თუ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა. VII საუკუნის 30-იან წლებში ჰერაკლე კეისარმა ზღვის­პირა ტერიტორიები მიიტაცა.

ვიკიციტატა
«მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა; სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი.»

ქალკედონის კრებაზე მიღებული კანონების თანახმად, წართმეული ტერიტორიები კონსტან­ტინეოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა. VI-VIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 3 საეკ­ლესიო ოლქი (გუდაყვის (გუდავის), საისინის (ცაიშის) და როდოპოლი­სის (ვარდციხის)). IX საუკუნეში დასავლეთი საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას საბოლოოდ გამოეყო და აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში (1010) საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში თავიდან იდგა არქიეპისკოპოსი, V საუკუნიდან – კათოლიკოსი, XI საუკუნიდან – კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენცია მცხეთაში იყო. დასავლეთ საქართველოს ჰყავდა თავისი კათოლიკოსი. მისი რეზიდენცია ბიჭვინთაში იყო, მაგრამ XV საუკუნემდე ემორჩილებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი, რომელიც XVII საუკუნეში მოღვაწეობდა წერს:

ვიკიციტატა
«იბერიაში ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველე­ბი უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთსა და ლაზიკას უწოდებდნენ აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში აფხა­ზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ერეკლეს (610-641) შემდეგ ლევ ისავროსამდე (717-741) ქვემო იბერია უკვე იყო ავტოკეფალური სა­არქიეპისკოპოსო. ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე, რადგანაც ლევ ისავროსის დროს, ის უკვე კათა­ლიკოსი იყო ქვემო იბერიისა.»

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიდ ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა, იგი ფლობდა დიდ მიწებს და ბევრ ყმა-გლეხებს. მისი ქონება იზრდებოდა მეფეებისა და ფეოდალებისაგან შემოწირულობების ხარჯზე. ქართულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში: აშენდა ბევრი ეკლესია-მონასტერი როგორც საქართველოში (ალავერდი, ვარძია, გელათი, იყალთო, შატბერდი და სხვა), ასევე მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა, სირია, საბერძნეთი, ბულგარეთი), სადაც ფართო სამეცნიერო, ლიტერატურული და კულტურული მოღვაწეობა მიმდინარეობდა.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი. 1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმიდესი და უნეტარესი ილია II.


[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები