ეკატერინე ხერხეულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინე ხერხეულიძე
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1972 (1972-06-13) (51 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ეკატერინე (ეკა) ხერხეულიძე (დ. 13 ივნისი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1972 წლის 13 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, აგრეთვე — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1998-1999 წლებში იყო სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკის საწარმოო სტაჟირების დეტალების დამკომპლექტებელი. 2004-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2015-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით (ჩაანაცვლა დავით საყვარელიძე), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]