რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)
რუსეთ-ოსმალეთის ომების ნაწილი
რუსეთ-თურქეთის ომი. 1877-1878 წ.წ. გურული გამყოლები (ჩავლადრები).jpg
ქართველი გამყოლები (ჩავლადრები) ომში
თარიღი 24 აპრილი, 1877 - 3 მარტი, 1878
მდებარეობა ბალკანეთი, კავკასია
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება, სან-სტეფანოს ზავი, ბერლინის ხელშეკრულება (1878)
ტერიტორიული
ცვლილებები
რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს დამოუკიდებლობა

ბულგარეთმა შეიერთა მაკედონია და მიიღო ავტონომია
რუსეთმა შეიერთა არტაანი, ყარსი, ბაიაზეთი და აჭარა

მხარეები
რუსეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
მიხეილ რომანოვი

მიხეილ ლორის-მელიქიშვილი

სულეიმან-ფაშა
ძალები
737 355 ქვეითი

500 ზარბაზანი

281 000 ქვეითი
დანაკარგები
95 567 მოკლული

105 000 დაჭრილი ან დაკარგული

120 000 მოკლული

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-78 წლებში რუსეთის წამოწყებული იყო ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ოსმალეთის იმპერიისგან წასართმევად. 1877 წლის 12 აპრილს კიშინიოვში მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს ოსმალეთთან ომის შესახებ.

საომარი მოქმედებები[რედაქტირება]

ბალკანეთის ფრონტი[რედაქტირება]

საომარი მოქმედებები თავიდანვე დაიწყო ორ ფრონტზე – ბალკანეთსა და კავკასიაში. ოსმალეთის არმია ომის დასაწყისისათვის 450 ათას კაცს ითვლიდა, აქედან 338 ათასი ბალკანეთის ფრონტზე იმყოფებოდა, ხოლო 70 ათასი – კავკასიის ფრონტზე. 1877 წლის აპრილში რუსეთის არმიამ გადალახა მდინარე პრუტი და რუმინეთის ტერიტორიაზე შევიდა. 1877 წლის მაის–ივნისში მიმდინარე ცხარე ბრძოლების შემდეგ რუსებმა ბულგარელ მოლაშქრეებთან ერთად მდინარე დუნაი გადალახეს. ამის შემდეგ რუსეთის არმია სამ ნაწილად გაიყო: გენერალ იოსებ გურკოს კორპუსს უნდა გადაელახა ბალკანეთის მთები და გადასულიყო ოსმალეთის არმიის ზურგში ადრიანოპოლის რაიონში. გენერალ ნიკოლოზ კრიდერის კორპუსს უნდა ემოქმედა რუსეთის არმიის მარჯვენა ფლანგზე და დაეკავებინა მნიშვნელოვანი სიმაგრე პლევნა. ტახტის მემკვიდრის ალექსანდრე ალექსანდრის ძის კორპუსს უნდა ემოქმედა რუსეთის არმიის მარცხენა ფლანგზე და დაეკავებინა მნიშვნელოვანი სიმაგრე რეშჩუკი. იოსებ გურკოს კორპუსმა სწრაფი შეტევა განახორციელა, დაიკავა ბულგარეთის ძველი დედაქალაქი ტირნოვო და შეუდგა ბალკანეთის მთებზე გადასვლას.

ოსმალეთის სარდლობამ მიზნად დაისახა რუსეთის არმიის სამხრეთ ბალკანეთიდან გნდევნა. ოსმალეთის არმია სულეიმან-ფაშას სარდლობით 1877 წლის ზაფხულში დიდი მონდომებით უტევდა შიპაის უღელტეხილზე გამაგრებულ რუსების რაზმს. მაგრამ რუსეთ-ბულგარეთის ერთობლივმა არმიამ არ დაუშვა ოსმალეთის არმიის ჩრდილოეთ ბალკანეთში გადასვლა. 1877 წლის ნოემბერში პლევნის გარნიზონის ოსმალურმა სარდლობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. პლევნის აღებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ომის მსვლელობაზე. 1878 წლის იანვარში იოსებ გურკოს კორპუსმა სოფია დაიკავა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თურქები დაამარცხა ფილიპოპოლთან, რუსეთის არმიის მეორე კორპუსმა 1878 წლის 8 იანვარს ადრიანოპოლი დაიკავა.

კავკასიის ფრონტი[რედაქტირება]

საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. ქართველები იმედი მიეცათ, რომ აჭარა და მთელი სამხრეთ–დასავლეთ საქართველო ამჯერად მაინც დაუბრუნდებოდა დედასამშობლოს.

საომარი მოქმედებები კავკასიის ფრონტზე დაიწყო 1877 წლის 30 აპრილს. ამავე წლის მაისში რუსებმა აიღეს ბაიაზეთი და არტაანი. რუსეთის არმიამ არ ისარგებლა მოპოვებული უპირატესობით და ბათუმის მაგივრად გეზი ყარსისაკენ აიღეს, ბათუმზე შეტევა კი ოზურგეთიდან დაიწყეს. ამ სტრატეგიული შეცდომის წყალობით რუსეთის სარდლობამ ინიციატივა ხელიდან გაუშვა. რუსეთის არმიამ ყარსი ვერ აიღო, საჭირო გახდა ხანგრძლივი ალყა. ამან ოსმალეთის სარდლობას საშუალება მისცა ჯარების მობილიზება მოეხდინა. რუსეთის სარდლობა მიხვდა საკუთარ შეცდომას და არზრუმის მიმართულებით დაიწყო შეტევა. დაგეგმილი შეტევა დაგვიანდა და ამჯერადაც ხელიდან გაუშვეს უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. 1877 წელს ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ერევნიდან ბაიაზითის მიმართულებით შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარები, ხოლო ამავე წლის 25 ივნისს ზივინთან განცდილი მარცხის შემდეგ რუსებმა დატოვეს ომის დასაწყისში დაკავებული ტერიტორიები. 1877 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე რუსეთის არმიის მდგომარეობა მცირე აზიის ფრონტზე მძიმე იყო. რუსებმა მარცხი განიცადეს ასევე აჭარის ტერიტორიაზე. ასევე დამარცხდნენ რუსები აფხაზეთშიც. 1877 წელს ოსმალეთმა გუდაუთასთან დესანტი გადმოსხა და სოხუმისაკენ დაიძრნენ. რუსებმა სოხუმი უბრძოლველად დატოვეს. თურქებმა თითქმის ნახევარი აფხაზეთი დაიკავეს. აფხაზეთში გენერალ იაკობ ალხაზიშვილის სარდლობიტ სასწრაფოდ გაიგზავნა დამხმარე ძალა, რომელიც რუსეთის რეგულარული ჯარისა და ქართული სახალხო ლაშქრისაგან შედგებოდა. გადამწყვეტი ბრძოლა ოქუმთან თურქების მარცხით დამთავრდა და უკან დაიხიეს. 1877 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ჯარები სოხუმში დაბრუნდნენ. მალე თურქებმა აფხაზეთი მთლიანად დატოვეს.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რუსები შეტევაზე გადავიდნენ არზრუმის და ყარსის მიმართულებით. 18 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა ქართული სახალხო ლაშქრის დახმარებით ყარსი აიღეს, რაც თურქთა დიდი მარცხი იყო. 1877 წლის დეკემბერში რუსებმა დაიკავეს ხერთვისი, არტანუჯი და ბათუმისაკენ გავიდნენ, თუმცა აჭარელი ბეგების პოზიციის გარკვევამდე ბრძოლის დაწყებას ერიდებოდნენ, ასეთ ვითარებაში შერიფ ხიმშიაშვილმა რუსებს აჭარაში შესვლა სთხოვა მათაც აღარ დააყოვნეს და ახალციხის მხრიდან რუსეთის ჯარები აჭარისკენ დაიძრნენ. თურქეთი კი თავგამოდებით იცავდა არზრუმს.

რუსეთის წარმატებებმა შეაშფოთა ევროპული სახელმწიფოები, ისინი სულთანს ზავის დადებას ურჩევდნენ. ევროპის ქვეყნებთან გართულების თავიდან აცილების მიზნით ალექსანდრე II-მ სულთნის პირობა მიიღო და 1878 წლის 19 (31) იანვარს ადრიანოპოლში დაიდო რუსეთ-ოსმალეთის დროებითი ზავი.

ომის შედეგები[რედაქტირება]

დროებითი ზავი განახლდა 19 თებერვალს. სტამბოლიდან დასავლეთით 12 კმ-ის დაშორებით დაიდო სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სერბეთმა, მონტენეგრომ და რუმინეთმა მიიღეს დამოუკიდებლობა, ბულგარეთმა შეიერთა მაკედონია და ოსმალეთში შემავალ ავტონომიურ სამთავროდ იქცა. ოსმალეთის ჯარები არ უნდა დარჩენილიყვნენ ბულგარეთში, ხოლო ციხესიმაგრები უნდა დაენგრიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელები ფორმალურად ოსმალეთის მმართველობის ქვეშ რჩებოდნენ 1908 წლამდე, მათ გარკვეული თვითმმართველობა ჰქონდათ მოპოვებული ოსმალეთისგან. ომს შედეგად მოჰყვა ბულგარეთში მუსლიმთა ეთნიკური წმენდა.

რუსეთმა ამავე ზავით მიიღო სამხრეთი ბესარაბია. კავკასიაში რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა: არტაანი, ყარსი, ბაიაზეთი, აჭარა ბათუმითურთ.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე, თბ., 2004 წ. გვ., 185-187