კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკის ნაკრები (1890 წ.) (57 კვ)
კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკის ნაკრები (1892 წ.) (58 კვ)
კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკის ნაკრები (1923 წ.) (89 კვ)

კავკასიის ხუთვერსიანი რუკაკავკასიის მხარის 1:210 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების კომპლექტი, გამოშვებული მეფის რუსეთის დროს. უშვებდნენ საბჭოთა პერიოდშიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთვერსიანი რუკა თბილისში გამოიცა რამდენიმეჯერ:

  • პირელი 1869 წლის გამოშვება 55 კვადრატისაგან შედგებოდა.
  • მეორე 1892 წლის გამოშვება 58 კვადრატისაგან შედგებოდა.
  • 1902-1914 წლებში მოხდა მისი სრული განახლება, ხოლო კვადრატების რაოდენობამ 83 მიაღწია.
  • 1913 წელს დ. პაგირევის მიერ გამოიცა «алфавитный указатель к пятиверстной карте»[1], რომლის 307 გვერდზე ჩაიწერა 34 000 დასახელება გეოგრაფიული დასახელებისა.
  • 1922-1923 წლებში მოხდა რუკების განახლება ახალი მონაცემების საფუძველზე, რის შედეგადაც კვადრატების რაოდენობა 89-მდე გაიზარდა.

რუკები გამოიცემოდა 4 ფერში: კონტური — შავი, წყალი და მყინვარები — ლურჯი, რელიეფი — ყავისფერი და ტყეები — მწვანე ფერში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Трест, «Геокартпром», Военно-топографического управления, Г.У.Р.К.К.А., каталог, 1930

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]