არსიანის ქედი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსიანის ქედი, ქედი თურქეთსა და საქართველოში. სიგრძე 150 კმ, საშუალო სიმაღლე 2000-2500 მ. ქედის სამხრეთი და შუა ნაწილი თურქეთშია, სადაც მას Yalnızçam Dağları ეწოდება; ჩრდილოეთი ნაწილი - საქართველოში. უმაღლესი წერტილია მ. არსიანი (3165 მ). არსიანის ქედი მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზების წყალგამყოფია. აგებულია ფიქლებით, ქვიშაქვებით, ზედამესამეული ასაკის გოდერძის წყებებითა და ვულკანოგენური ეოცენური ნალექებით. ქედის კალთები ღრმადაა დანაწევრებული ჭოროხის, აჭარისწყლის, ქვაბულიანის, ფოცხოვისა და სხვა მდინარეთა ხეობები. თხემზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: გოდერძი (2025 მ), აბანოსყელი (2315 მ); მთები - თლილი (2541 მ), ჭანჭახი (2506 მ), ცივწყარო (2189 მ). ქედის ფერდობებზე მთა-ტყის, ხოლო თხემზე მთა-მდელოს ლანდშაფტია.

ლიტერატურა [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: