16 მარტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მარტი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
| 2013 | ||||||
16 მარტი არის გრიგორიანული კალენდრის 75–ე დღე (ნაკიან წლებში - 76–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 290 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1079 : ირანში შემოიღეს მუსლიმური კალენდარი.
- 1190 : ჯვაროსნები იწყებენ იორკის ებრაელთა ხოცვას.
- 1521 : ფერდინანდ მაგელანი ფილიპინებს აღწევს.
- 1935 : ჰიტლერი არღვევს ვერსალის ზავს და შეიარაღებას იწყებს. იქმნება ვერმახტი.
- 1939 : პრაღის ციხე-კოშკიდან ჰიტლერი ბოჰემიასა და მორავიას გერმანელთა პროტექტორატებად აცხადებს.
- 1945 : ბრიტანული ავიაბომბდამშენები 20 წუთში ანადგურებენ ვიურცბურგის (გერმანია) 90%-ს; დაღუპულია 5.000 ადამიანი.
- 1963 : მთა აგუნგის ვულკანი (ბალი) იღვიძებს, შედეგად 11.000 ადამიანი იღუპება.
- 1993 : საქართველოს ჯარებმა მოიგერიეს აფაზი სეპარატისტებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი კონფედერატების მასობრივი შეტევა სოხუმზე; ორდღიან ბრძოლებში ქართული მხარიდან 137 ადამიანი დაიღუპა და 350-მდე დაიჭრა.
- 2001 : ერთადერთი დღე დიდ ბრიტანეთში თვითმკვლელობის გარეშე 1993-2002 წლებში, ჯანდაცვის კვლევის მონაცემებით.
- 2005 : ისრაელი ოფიციალურად გადასცემს იერიქონს პალესტინას.
- 2006 : გაეროს გენერალური ასამბლეა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს შექმნას ერთსულოვნად უჭერს მხარს .
- 2009 :
- აზერბაიჯანელი ამომრჩევლების უმრავლესობამ საკონსტიტუციო რეფერენდუმში ხმა მისცა საპრეზიდენტო ვადაზე შეზღუდვის მოხსნას.
- მაურისიო ფუნესი, მემარცხენე პარტიიდან, აირჩიეს სალვადორის პრეზიდენტად.
- მადაგასკარში ოპოზიციურმა ძალებმა ყოფილი დისკ-ჟოკეისა და ანტანანარივუს მერის ანდრი რაჯოელინას მეთაურობით პრეზიდენტი მარკ რავალომანანას მთავრობა დაამხეს.
- 2010 : ხანძარმა გაანადგურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კასუბის მეფეების საფლავი უგანდაში.
- 2012 : მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ნიკოლაე ტიმოფტი აირჩია.
- 2013 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეექვსედ გახდა ევროპის ერთა თასის გამარჯვებული.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1751 : მედისონი, ჯეიმზ – აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე.
- 1789 : ომი, გეორგ – გერმანელი ფიზიკოსი.
- 1839 : სიული-პრუდომი - ფრანგი პოეტი.
- 1869 : ბადრიძე, გიორგი - ქართველი ექიმი-პედიატრი.
- 1878 : რეზა ფეჰლევი – ირანის შაჰი.
- 1933 : გიგინეიშვილი, ბაქარ - ქართველი ენათმეცნიერი.
- 1971 : მაჭავარიანი, დავით - ქართველი ფინანსისტი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1350 : ალფონსო XI - კასტილიის და ლეონის მეფე.
- 1736 : პერგოლეზი, ჯოვანი ბატისტა – იტალიელი კომპოზიტორი.
- 1940 : ლაგერლეფი, სელმა - შვედი მწერალი.
- 1982 : ბათიაშვილი, ირაკლი - ქართველი ენტომოლოგი.
- 1985 : ხუნდაძე, გიორგი - ქართველი ქირურგი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |