გურიელები
| გურიელები | |
![]() |
|
| ტიტული | |
|---|---|
| დამფუძნებელი | |
| პერიოდი | |
| ქვეშევრდომობა | |
| სამფლობელოები | |
| სასახლეები | |
გურიელები — გურიის საერისთავოს, შემდეგ სამთავროს გამგებლები.
XI საუკუნიდან გურიის ერისთავებად ისხდნენ ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ-ერისთავები გახდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი, საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია. XVII საუკუნის II ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელებს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან გურიელები ფაქტობრივად გათავისუფლდნენ ოსმალეთზე დამოკიდებულებიდან. გურიელების ხელისუფლება რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად 1828 წელს გააუქმა, ხოლო 1850 წელს გურიის ბატონიშვილთა 4 ოჯახს უწარჩინებულეს თავადთა ხარისხი დაუმტკიცა. ამის შემდეგ „გურიელი“ მათ გვარად იქცა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 314, თბ., 1978 წელი.
