შინაარსზე გადასვლა

ციხისფერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ციხისფერდი

ციხის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი გურიანთა
კოორდინატები 41°57′28″ ჩ. გ. 41°56′29″ ა. გ. / 41.95778° ჩ. გ. 41.94139° ა. გ. / 41.95778; 41.94139
ადრეული სახელები ციხე(1911 წლამდე)
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 610[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %, უკრაინელები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ციხისფერდი — საქართველო
ციხისფერდი
ციხისფერდი — გურიის მხარე
ციხისფერდი

ციხისფერდისოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიანთის თემში. მდებარეობს მდინარე სკურდუმის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 7 კმ. სოფელში გადის ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზა და ნატანები-ოზურგეთის სარკინიგზო ხაზი. არის რკინიგზის ბაქანი და საჯარო სკოლა.

ციხის ნანგრევები

ციხისფერდში, ერთ-ერთ პატარა კლდეზე აღმოჩენილია ზღვის ნიჟარები, რომელიც ადასტურებს, რომ მრავალი საუკუნის წინ აქ იყო ზღვა. სოფლის ძველი სახელწოდებაა ციხე. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს და იყო მათი საზაფხულო რეზიდენცია.[2] XVII საუკუნის დასაწყისში მამია II გურიელმა ააშენა ციხე, რომელიც შემდგომ ნაკაშიძეთა ხელში გადავიდა. იმავე საუკუნეში მამუკა ნაკაშიძემ ააშენებინა და მოახატინა ციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. XVII საუკუნეში ბეჟან ნაკაშიძისა და მისი მემკვიდრე გიორგის ბრძანებით მღვდელმა საბამ დაწერა „ციხის გულანი“, იგივე „გურიანთული გულანი“. 1720 წელს ბეჟან ნაკაშიძემ ეკლესიას შესწირა გარდამოხსნა. 1817 წელს მამია V გურიელმა რუსეთის ჯარის დახმარებით ციხე დაუნგრია ნაკაშიძეს. ამის შემდეგ რუსეთის იმპერიის ჯარი (ორასი ჯარისკაცი და ერთი ზარბაზანი) აქ დაბანაკდა. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ ეკლესიაში ნახა მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის ფრესკები.[3] 1907 წელს ციხის ეკლესიის სიძველეები აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა.[4] 1911 წლიდან იხსენიება ციხისფერდის სახელით. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 1500 ადამიანი იყო გაწევრებული[5] და ბიბლიოთეკა.[6]1908 წელს გაქურდეს ეკლესია, წაიღეს რამდნეიმე ხატი და სხვადასხვა ნივთი.[7]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[8] 403
2002 767
2014 610 302 308
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
  3. ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987.
  4. თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“. — გვ. 31-34.
  5. Кавказский календарь на 1914 год
  6. ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
  7. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 126, ISBN 978-9941-9458-6-1.
  8. Кавказский календарь на 1912 год