მამია II გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამია.
მამია II გურიელი
Prince Mamia II Gurieli.jpg
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1600
მმართ. დასასრული: 1625
წინამორბედი: გიორგი II გურიელი
მემკვიდრე: სიმონ II გურიელი
გარდ. თარიღი: 1625
მეუღლე: თინათინ ათაბაგი, თეიმურაზ I-ის ასული
შვილები: მანუჩარი, სიმონ II გურიელი, ანა ბატონიშვილი, თამარი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი II გურიელი

მამია II გურიელი (გ. 1625), გურიის მთავარი 1600-1625, გიორგი II გურიელის ძე. ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის თეიმურაზ I-ის ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 წელს ააშენა ჩეხედანას ეკლესია თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად.

1609 წელს მამია II გურიელმა ისარგებლა 1603-1612 წლების ირან-ოსმალეთის ომით და 1609 წელს შეიჭრა აჭარაში, დაიკავა ის და ოდიშის სამთავროსთან ერთად ხარკის მიწოდება შეუწყვიტა ოსმალეთს. ირანთან ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილის, რკინისა და სხვა პროდუქტების შეტანა გურიისა და ოდიშის სამთავროებში. ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან ზავზე ეზრუნათ. ქართველი ელჩები 1614 წლის გაზაფხულზე ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში და თავიდან წარუმატებლად მიმდინარეობდა, რადგან ოსმალეთის მიერ შეთავაზებული საზავო პირობები მძიმე იყო ქართული სამთავროებისთვის და მის მიღებაზე უარს ამბობდნენ. აგვისტოში მოლაპარაკებები განახლდა ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ბათუმში ხელმოწერილი ხელშეკრულებით (გურია-ოსმალეთის შეთანხმება) გურიელმა დათმო აჭარა, იკისრა ოსმალეთის ხარკი, აღდგენილ იქნა ოსმალეთ-გურიის ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე.

1614 წლის ზაფხულის ბოლოს გურიელმა სამთავროში მიიღო იეზუიტი მისიონერები ლუი გრანჟე და ეტიენ ვიო, რომლებიც ოდიშის მთავრის მიწვევით იმყოფებოდნენ დასავლეთ საქართველოში.[1]

მამია II გურიელი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1618 და 1623 წლებში მამია II გურიელმა რუსეთის მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ.

იმავე წელს ქალიშვილი თამარი მიათხოვა შემდგომში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს. თამარი მრუშობის ბრალდებით მამის კარზე გააბრუნეს შვილ ბაგრატთან ერთად. ამ ამბით შეურაცხყოფილმა გურიელი დაუმოყვრდა ლევან II დადიანს. 1621 წელს მამიამ თავის ძე სიმონს დადიანის და მარიამი შერთო ცოლად.

1625 წელს მოკლა შვილმა სიმონმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]