შინაარსზე გადასვლა

ქვემო ნატანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო ნატანები

ქვემო ნატანების საჯარო სკოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნატანები
კოორდინატები 41°56′16″ ჩ. გ. 41°48′14″ ა. გ. / 41.93778° ჩ. გ. 41.80389° ა. გ. / 41.93778; 41.80389
ადრეული სახელები ჯიშკლოვანი, შავა
ცენტრის სიმაღლე 10
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3099[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
რუსები 1,0 %
უკრაინელები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო ნატანები — საქართველო
ქვემო ნატანები
ქვემო ნატანები — გურიის მხარე
ქვემო ნატანები

ქვემო ნატანებისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ნატანების თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი). მდებარეობს შავი ზღვისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 10 მ.-ზე, ოზურგეთიდან 18 კმ.

სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზისა და ნატანები-ოზურგეთის ხაზების გადაკვეთაზე.[2] გადის საავტომობილო გზა ურეკი-ოზურგეთი. სოფელში მისდევენ მეციტრუსეობას, მეთხილეობას. სოფელში არის საფეხბურთო სტადიონი, სპორტის სასახლე, ჭიდაობის კლუბი, საჯარო სკოლა,[3] წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი, საზოგადოებრივი ცენტრი. ქვემო ნატანების უბნებია: შავა, ლეკურა, საკუპრე, ახალშენი, ნაფოცხვარა.

დღევანდელი ქვემო ნატანების ტერიტორიაზე დასახლების გაჩენა უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხაზზე სადგურის გაჩენას. სადგურს ეწოდა ნატანები მდინარე ნატანების გამო. ტერიტორია შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1951 წელს უბან შავაში მოეწყო ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, რასაც მოჰყვა კულტურის სახლი. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, სამუსიკო სკოლა, ბიბლიოთეკა. 1983 წელს სოფელში გაიხსნა სპორტის სასახლე. 1999-2002 წლებში სოფლის ცენტრში აშენდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 3750
2014 3099 1500 1599