მარიო მოლინა
მარიო მოლინა (ინგლ. Mario Molina; დ. 19 მარტი, 1943, მეხიკო — გ. 7 ოქტომბერი, 2020, იქვე) — მექსიკელი ქიმიკოსი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოზონის ხვრელის აღმოჩენაში. 1995 წელს ქიმიის დარგში აიღო ნობელის პრემია,[18] და გახდა პირველი მექსიკელი რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა ამ დარგში.
2004 წელს გახდა კალიფორნიის უნვიერსიტეტის (სან-დიეგო) პროფესორი და ამავდროულად მუშაობა დაიწყო სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში, რომელიც ასევე სან-დიეგოში მდებარეობს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოლინა არის მოსამართლის და ადვოკატის, რობერტო მოლინა-პაზქუელის და ლეონორ ენრიკეს ვაჟი. მამამისი ელჩის თანამდებობით გაემგზავრა ეთიოპიაში, ავსტრალიაში და 1923 წელს ფილიპინებში.[19] ბავშვობაში მოლინამ სახლის აბაზანა გადააქცია პატარა ლაბორატორიად, სადაც იგი იყენებდა სათამაშო მიკროსკოპებს და ქიმიურ ნაკრებს. მას ექსპერიმენტების ჩატარებაში ბიცოლა, ესთერ მოლინა ეხმარებოდა, რომელიც პროფესიით ქიმიკოსი იყო.[20]
მას შემდეგ რაც მექსიკასა და შვეიცარიაში როზენბერგის უნივერსიტეტში საბაზისო ცოდნა მიიღო,[19][21] მან სწავლა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ ინსტიტუტში განაგრძო, სადაც 1967 წელს მას ქიმიურ ინჟინერიაში ბაკალავრის წოდება მიენიჭა. ამის შემდეგ, სწავლობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში, დასავლეთ გერმანიაში, მას შემდეგ რაც ასპირანტურა დაასრულა და თავისი სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა, მას მიენიჭა მეცნიერების კანდიდატის წოდება. ხოლო 1972 წელს, ფიზიკურ ქიმიაში კალიფორნიის უნივერსიტეტისგან (ბერკლი) მიენიჭა დოქტორანტის წოდება, ამ უნივერსიტეტში მოლინა და ამერიკელი ქიმიკოსი ჯორჯ პიმენტელი ერთად მუშაობდნენ.[22][23] მარიო აქ თავის მომავალ მეუღლეს, ქიმიკოს ლუისას შეხვდა, ისინი 1973 წლის ივლისში დაქორწინდნენ.[24]
1974 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტში ყოფნის დროს, მოლინამ და ამერიკელმა ქიმიკოსმა, და ასევე ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრენკ როულენდმა ჟურნალ „ბუნებაში“ (Nature) ერთ-ერთ გვერდზე, სტრატოსფეროს ოზონის შრის და ქლოროფუეროკარბონის საფრთხეზე ისაუბრეს.[25] ამ პერიოდში, ქლოროფუეროკარბონს დიდი გამოყენება ჰქონდა ქიმიური წამლების დამზადებაში. მოლინამ და როულენდმა იგივე ჟურნალში 150 გვერდიანი მოხსენება ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისიისთვის დაწერეს, რომელიც 1974 წელს ატლანტაში, „ამერიკული ქიმიური საზოგადოების“ შეხვედრაზე გახდა ხელმისაწვდომი. იგი იყო იმ 22 ნობელის პრემიის ლაურეატს შორის, რომლებმაც 2003 წელს ხელი მოაწერეს ჰუმანიტარულ მანიფესტს.[26]
1974 წლიდან 2004 წლამდე მან სხვადასხვა თანამდებობა კალიფორნიის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში დაიკავა. 2004 წლის 1 ივლისს, კალიფორნიის ინსტიტუტის ქიმიის და ბიოქიმიის დეპარტამენტში და ასევე სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში გაწევრიანდა.[27] გარდა ამისა, 2005 წელს მექსიკაში გახსნა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს.
2000 წლიდან 2005 წლამდე იყო სამეცნიერო სერვისის საბჭოს წევრი, ხოლო 2004 წლიდან 2014 წლამდე „ჯონ დ. და კატერინა ტ. მაკარტურის ფონდის“ საბჭოს წევრი. [28]
ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.[29]
მოლინა და მისი პირველი ცოლი ლუისა განქორწინებულნი არიან. ლუისა მოლინას ცენტრის, „სტრატეგიული კვლევები ენერგეტიკასა და გარემოში“-ს მთავარი მეცნიერია.[30] მათი ვაჟი, ფილიპე ჟოზე მოლინა დაიბადა 1977 წელს.[31] მან დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, მუშაობს ბოსტონში, როგორც ინტერნაციონალი ექიმი. იგი მეორედ 2006 წლის თებერვალს გუადალუპ ალვარესზე დაქორწინდა.
მარიო მოლინას მრავალი ჯილდო და პრიზი აუღია, მათ შორისაა: ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ნობელის პრემია ქიმიაში, უილარდ გიბსის ჯილდო, მაქს პლანკის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი პრემია, არის ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, მას ასევე აღებული აქვს ჰეინცის პრემია.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Molina, Luisa T., Molina, Mario J. and Renyi Zhang. "Laboratory Investigation of Organic Aerosol Formation from Aromatic Hydrocarbons," Massachusetts Institute of Technology (MIT), United States Department of Energy, (August 2006).
- Molina, Luisa T., Molina, Mario J., et al. "Characterization of Fine Particulate Matter (PM) and Secondary PM Precursor Gases in the Mexico City Metropolitan Area," Massachusetts Institute of Technology (MIT), United States Department of Energy, (October 2008).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 5.0 5.1 5.2 Deutsche Nationalbibliothek Record #1029801800 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://centromariomolina.org/wp-content/uploads/2020/10/Comunicado-de-prensa-CMM-7oct-2020.pdf — 2020.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://news.mit.edu/2003/mexico-0402
- ↑ https://www.nytimes.com/2020/10/13/science/mario-molina-dead.html
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1995 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
- ↑ https://tylerprize.org/laureates/past-laureates/
- ↑ https://www.environment-prize.com/laureates/
- ↑ https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
- ↑ https://www.rsc.org/membership-and-community/connect-with-others/through-interests/interest-groups/gas-kinetics/awards/
- ↑ https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2009-great-immigrants/
- ↑ García Hernández, Arturo (1995-10-12). „Ojalá que mi premio estimule la investigación en México“. La Jornada (Spanish). ციტატა: „Mario Molina, primer mexicano que obtiene el premio Nobel de Química...“
- ↑ 19.0 19.1 Molina, Mario. (2007)Autobiography. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2008-05-30.
- ↑ (Nobel Lectures in Chemistry (1991-1995)). (1997). World Scientific Publishing Co. Pte.Ltd. River Edge, NJ. P 245-249.
- ↑ Bilan Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 15 April 2013.
- ↑ Center for Oral History. Mario J. Molina.
- ↑ Caruso, David J.; Roberts, Jody A. (7 May 2013) Mario J. Molina, Transcript of an Interview Conducted by David J. Caruso and Jody A. Roberts at The Mario Molina Center, Mexico City, Mexico, on 6 and 7 May 2013. Chemical Heritage Foundation. ციტირების თარიღი: 24 ივნისი 2020. დაარქივებული 8 October 2020[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ (2003) „Molina, Mario (1943- )“, World of Earth Science.
- ↑ Mario Molina and FS Rowland (28 June 1974). „Stratospheric Sink for Chlorofluoromethanes: Chlorine Atom-Catalysed Destruction of Ozone“. Nature. 249 (5460): 810–2. doi:10.1038/249810a0.
- ↑ Notable Signers. Humanism and Its Aspirations. American Humanist Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2012. ციტირების თარიღი: October 4, 2012.
- ↑ McDonald, Kim (February 5, 2004). „Nobel Prize-Winning Chemist Joins UCSD Faculty“. UCSD News. ციტირების თარიღი: 24 October 2018.
- ↑ Past Board Members. ციტირების თარიღი: 25 October 2018.
- ↑ PCAST Members. The White House. ციტირების თარიღი: 25 October 2018.
- ↑ Molina Center for Strategic Studies in Energy and the Environment. ციტირების თარიღი: 25 October 2018.
- ↑ Dr. Mario Molina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-03. ციტირების თარიღი: 2020-06-24.