დოქტორანტურა
იერსახე
დოქტორანტურა — უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური და მიზნად ისახავს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადებას. დოქტორანტურაში სწავლა მთავრდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორანტისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით დარგის, ქვედარგის/სპეციალიზაციის მიხედვით.
საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
სწავლების მესამე საფეხური — დოქტორანტურა შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განათლების სამინისტრო. უმაღლესი განათლების სისტემა. დაარქივებული 2020-03-03 საიტზე Wayback Machine.