ბრაუნის უნივერსიტეტი
ბრაუნის უნივერსიტეტი (ინგლ. Brown University) — აივი ლიგის უნივერსიტეტი პროვიდენსში, როდ-აილენდი. დაფუძნდა 1764 წელს როგორც როდ-აილენდის კოლეჯი. სიძველით მესამე უმაღლესი სასწავლებელია ახალ ინგლისში, ხოლო მეშვიდე - აშშ-ში. ბრაუნი ამერიკის პირველი კოლეჯი იყო, სადაც ნებისმიერი რელიგიის მიმდევართ შეეძლოთ სწავლა.
ბრაუნი დანარჩენი უნივერსიტეტებისაგან გამოირჩევა ე.წ. “ახალი კურიკულუმით”. მეთოდი შემოღებულ იქნა 1969 წელს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს თვითონ აირჩიონ საკუთარი განათლების კურსი სტანდარტული A/B/C შეფასების სისტემის გვერდის ავლით (ნებისმიერი კურსის აღება შესაძლებელია “ჩათვლის/უკრედიტოდ” საფუძველზე).
ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან უნივერსიტეტში მოსახვედრად განსაკუთრებით მძაფრი კონკურსია. მიღების რეიტინგი 14.6%-ია, რაც რიგით მეექვსეა ყველაზე ძნელად მოსახვედრ უნივერსიტეტთა შორის (კარნეგის ფონდისა და U.S. News & World Report-ის კატეგორიზაციის მიხედვით) აშშ-ში ჰარვარდის, პრინსტონის, კოლუმბიის, იელისა და სტენფორდის შემდეგ. ბრაუნის სტუდენტები 50 შტატიდან და 65 ქვეყნიდან არიან. უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების პროგრამა დაახლოებით 70 მილიონ ამერ. დოლარს ანაწილებს ყოველწლიურად სტიპენდიების, კვლევის გრანტებისა და სესხების სახით. სტუდენტთა 50%-ზე მეტი რაიმე ფორმით მაინც იღებს ფინანსურ დახმარებას.
2004 წლის შემოდგომაზე მილიარდერი სიდნი ფრანკი, რომელმაც ახალგაზრდობაში ბრაუნში მხოლოდ ერთი წელი მოახერხა სწავლა ხელმოკლეობის გამო, უნივერსიტეტს შესწირა 100 მილიონი ამერ. დოლარი მხოლოდ ნიჭიერ სტუდენტთათვის ფინანსური დახმარებისათვის. ეს იყო უნივერსიტეტის ისტორიაში უმსხვილესი მატერიალური საჩუქარი. ადრე ამავე წელს ფრანკმა უნივერსიტეტს გადასცა 25 მილიონი დოლარი მისივე სახელობის ჰოლის ასაშენებლად, რაც სწრაფად მზარდი ნევროლოგიის, კოგნიტური მეცნიერებისა და ლინგვისტიკის დეპარტამენტებისთვის იქნება განკუთვნილი. 2005 წელს კი მან 5 მილიონი დოლარი გამოჰყო ნიუ ორლეანში სტიქიით დაზარალებული სტუდენტებისთვის ბრაუნში სასწავლებლად.
სხვა მრავალ სიკეთეთა შორის ბრაუნი ასევე ცნობილია თავისი უძველესი საინჟინრო პროგრამით აივი ლიგაში (1847), ერთადერთი ეგვიპტოლოგიის დეპარტამენტით დასავლეთ ნახევარსფეროში, და როგორც ერთადერთი უნივერსიტეტი მსოფლიოში მათემატიკის ისტორიის დეპარტამენტით საბაკალავრო კურსებზე. ბრაუნი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მედიის სწავლებაზე, განყოფილებებით თანამედროვე კულტურასა და მედიაში, სადაც სტუდენტები ეცნობიან კინოს, კინო-კრიტიკასა და კრიტიკის თეორიას.
უნივერსიტეტის ფერებია ყავისფერი, წითელი და თეთრი. ბრაუნის მასკოტი დათვია და მისი სასპორტო გუნდები დათვებად იწოდებიან (the Bears). ათლეტურ თამაშებზე როგორც წესი კოსტიუმირებული მასკოტი-დათვი სახელწოდებით “ბრუნო” გამოდის ხოლმე. ეს ტრადიცია სკოლას 1904 წლიდან მოსდევს. უნივერსიტეტთან ასოცირებულ ხალხს “ბრუნონიანებს” უწოდებენ.
2012 წლიდან ბრაუნის ამჟამინდელი და მე-19 პრეზიდენტია კრისტინა პაქსტონი[22][23].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბრაუნის უნივერსიტეტი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.brown.edu/Administration/News_Bureau/Databases/Encyclopedia/search.php?serial=S0090
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
- ↑ 3.0 3.1 National Association of College and University Business Officers U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — 2023.
- ↑ U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — National Association of College and University Business Officers, 2023.
- ↑ Global Research Identifier Database — 2015.
- ↑ https://orcid.org/members/001G000001LQLCuIAP-brown-university
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
- ↑ http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ https://www.cossa.org/members/
- ↑ Our Members / Tier 6
- ↑ https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
- ↑ https://www.aau.edu/who-we-are/our-members
- ↑ https://web.archive.org/web/20240120073011/https://secure.aacu.org/iMIS/AACUR/Membership/MemberListAACU.aspx
- ↑ https://web.archive.org/web/20240120080233/https://acememberdirectory.azurewebsites.net/
- ↑ https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20241007110620/https://www.cumuonline.org/membership/cumu-members/
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
- ↑ „Economist Christina Hull Paxson elected 19th president of Brown University“. Brown University. 2 მარტი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „The Inauguration of Christina Hull Paxson“. Brown University.