შინაარსზე გადასვლა

ზემო ნატანები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ნატანები

საბავშვო ბაღი და სოფლის ამბულატორია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნატანები
კოორდინატები 41°57′57″ ჩ. გ. 41°50′27″ ა. გ. / 41.96583° ჩ. გ. 41.84083° ა. გ. / 41.96583; 41.84083
ადრეული სახელები სამღვთო
ცენტრის სიმაღლე 20
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1174[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სომხები 1,1 %
რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ნატანები — საქართველო
ზემო ნატანები
ზემო ნატანები — გურიის მხარე
ზემო ნატანები

ზემო ნატანები (ყოფ. სამღვთო) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ნატანების თემში (სოფლები: ზემო ნატანები, ქვემო ნატანები, შეკვეთილი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ. ქვემო ნატანებიდან 6 კმ., ოზურგეთიდან 24 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] ძირითადად, მისდევენ მეთხილეობასა და მეციტრუსეობას.

1902 წელს შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1898 წელს საღმრთოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმა ანტონ ცეცხლაძემ და გერასიმე ნაკაიძემ, რომელიც შემდგომში ამავე ეკლესიის მღვდელი გახდა, დააარსეს სოფლის ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომლის გამგე გერასიმე ნაკაიძე იყო. 1898-1900 წლებში სკოლა ნაკაიძის სახლში იყო გახსნილი. 1901 წელს მღვდელ იესე ინგოროყვას ნაცვლად დაინიშნა მღვდელი ბარბარე თანეიშვილი. 1921 წლამდე გერასიმე ნაკაიძე იყო სოფლის ეკლესიის მოძღვარი. 1923 წელს ხის ეკლესია გადაკეთდა სკოლად. ეკლესიის სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთეს სტადიონი. თავად გერასიმე ნაკაიძე გადავიდა აჭარაში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემდეგ გადაასახლეს შუა აზიაში, ყარაღანდაში, სადაც ცემით მოკლეს 1939 წელს.

1930-იანი წლების მეორე ნახევარში ზემო ნატანების უბნები სამღვთო და ჯაფარაულა თხინვალის სასოფლო საბჭოში იყო გაერთიანებული.[3]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893[4] 1041
1908[5] 1054
2002 1837
2014 1174 582 594

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2018-12-27.
  3. „ლენინის დროშა“ N33 გვ. 4 — 1935 წ.
  4. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  5. Кавказский календарь на 1910 год