შინაარსზე გადასვლა

Nintendo Power

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nintendo Power
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშები და აქსესუარები
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი კრის სლეიტი
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Nintendo of America (1988–2007)

Future US (2007–2012)

ქვეყანა აშშ, კანადა
პუბლიკაციის ისტორია ცირკულაცია: 475,000 (2012)
პირველი ნომერი: ივლისი/აგვისტო1988; 36 წლის წინ (1988-08)
ბოლო ნომერი: 11 დეკემბერი, 2012 (2012-12-11)
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 1041-9551

Nintendo Power — იყო ყოველთვიური ამერიკული ვიდეო თამაშების ჟურნალი. დაარსდა 1988 ივლისს. თავდაპირველად გამოსცემდა Nintendo-ს ამერიკული ქვედანაყოფი, ხოლო მოგვიანებით ჟურნალის საავტორო უფლებები შეიძინა კომპანია Future US-მა (Future plc-ის შვილობილი კომპანია[1]). ჟურნალი აქვეყნებდა სიახლეებს, რეცენზიებს, მიმოხილვებს, პრევიუებს, ასევე სხვადასხვა რჩევებსა და მინიშნებებს ვიდეო თამაშების შესახებ.

ყოველწლიურად ჯურნალის თანამშრომლები ატარებდნენ კონკურს, რისი მეშვეობითაც, ხმის მიცემის საფუძველზე ავლენდნენ წლის საუკეთესო თამაშს (კონკურსში მონაწილეობდა მხოლოდ ნინტენდოს პლატფორმებზე არსებული თამაშები). ასევე, სხვადასხვა დროში ჟურნალი უშვებდა კომიკსებს, რომლებიც ეძღვნებოდა ისეთ პოპულარულ თმაშებს, როგორებიც არის Battlletoads, Super Metroid, Pokemon და სხვა.

პირველი ნომერი გამოვიდა 1988 წლის ივლის-აგვისტოში და ეძღვნებოდა Super Mario Bros 2-ს გამოსული Nintendo Entertainment System-ისთვის. 2012 წლის დეკემბერს ნინტენდოს მიერ გახდა ცნობილი საიტის დახურვის შესახებ[2][3]. 2012 წლის 11 დეკემბერს გამოიცა უკანასკნელი ნომერი, რის შემდეგაც ჟურნალის გამოშვება შეწყდა[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nintendo and Future US Team To Publish Nintendo Power magazine. Future US (19 სექტემბერი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2014.
  2. Kain, Erik (23 August 2012). „Nintendo Power Magazine Will Cease Publication This December According To Nintendo“. Forbes. ციტირების თარიღი: 17 December 2014.
  3. Mallory, Jordan. (08.21.12) Nintendo Power coming to an end. Joystiq.
  4. John Gaines. „Where Have All the Magazines Gone?“. Library Point. ციტირების თარიღი: March 14, 2016.