მარიო (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მარიო (პერსონაჟი)}}

მარიოიაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერის, შიგერუ მიამოტოს მიერ შექმნილი პერსონაჟი. Mario ფრენჩაიზის სახელი და იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია Nintendo-ს თილისმა. მისი შექმნის დღიდან 200-ზე მეტ ვიდეო თამაშში გამოჩნდა. გამოიყურება როგორც დაბალი, პუტკუნა, იტალიელი, სანტექნიკოსი, რომელიც ცხოვრობს სოკოს სამეფოში. მისი მიზანია ატმის პრინცესას გადარჩენა კოოპას ბოროტმოქმედ ბოუსერისგან. მარიოს აქვს წვდომა მრავალფეროვან ძალაზე, რაც მას სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევს. მარიოს ტყუპი ძმაა ლუიჯი.

მარიო ითვლება ყველაზე ცნობილ პერსონაჟად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში და პოპ კულტურის დამკვიდრებულ ხატად. მარიოს მსგავსება გამოჩნდა სხვადასხვა ნაწარმში, როგორიცაა ტანსაცმელი და საკოლექციო ნივთები. ადამიანებსა და ადგილებს მისი მეტსახელი შეარქვეს. 750 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეულით მთელ მსოფლიოში, მარიო ფრენჩაიზი არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში.

კონცეპტი და შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიო პირველად გამოჩნდა როგორც დონკი კონგის (1981) პერსონაჟი, კომპიუტერის თამაშში. მიამოტოს სურდა პოპაის პროტაგონისტად გამოყენება, მაგრამ როდესაც მან ვერ მიაღწია სალიცენზიო უფლებებს, მის ნაცვლად შექმნა მარიო. მიამოტო ელოდა, რომ პერსონაჟი არაპოპულარული იქნებოდა და გეგმავდა მის გამოყენებას პატარა თამაშებისთვის. თავდაპირველად მას "მისტერ ვიდეო" ერქვა, მას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს მარიო, მარიო სეგალეს საპატივსაცემოდ. მარიოს ტანსაცმელი და მახასიათებლები ჩამოაყალიბეს დონკი კონგის შექმნის შემდეგ. იგი იყო ვარსკვლავი „Super Mario“-ს და „Super Mario Bros“ თამაშებში. 1992 წლიდან მარიოს ახმოვანებს ჩარლზ მარტინეტი.

Super Mario Bros-ის შემდეგ, მარიომ დაიწყო სხვადასხვა ჟანრში გამოჩენა. იგი მთავარი პერსონაჟია — პაზლის თამაშის „Dr. Mario“-ს, როლური თამაშის, როგორიცაა „Paper Mario“-ს და „Mario & Luigi“-ს, და სპორტული თამაშების, როგორიცაა „Mario Kart“-ის და „Mario Tennis“-ის. ის გამოჩნდა Nintendo-ს სხვა თამაშებში, როგორიცაა „Super Smash Bros“ - გაერთიანებული საბრძოლო თამაშების სერია. მარიო ასევე გამოჩნდა სხვადასხვა ანიმაციებში, მათ შორის DIC Entertainment-ის მიერ წარმოებული სამ სერიიაში და მას განასახიერებდა ბობ ჰოსკინსი 1993 წელს Super Mario Bros-ის ფილმში. მას გაახმოვანებს კრის პრატი მომავალ 2023 წლის ფილმში.

შიგერუ მიამოტომ შექმნა მარიო დონკი კონგის-ის შექმნისას, Nintendo-სთვის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშზე მუშაობის დროს; წინა თამაშებმა, როგორიცაა Sheriff, ვერ მიაღწია ისეთი თამაშების წარმატებას, როგორიცაა ნამკოს Pac-Man. თავდაპირველად, მიამოტოს სურდა შეექმნა თამაში, რომელშიც გამოიყენებდა პერსონაჟებს: პოპაის, ბლუტოს და ოლივ ოილს. თუმცა იმ დროს, რადგან მიამოტო ვერ იძენდა პერსონაჟების გამოყენების ლიცენზიას, ის შექმნიდა უსახელო მოთამაშის პერსონაჟს დონკი კონგ-თან(Donkey Kong) და ლეიდი(Lady)-სთან ერთად.

დონკი კონგის საწყის ეტაპზე თამაშის მთავარი მისია იყო ლაბირინთიდან გაქცევა, ხოლო მარიოს ახტომის უნარი არ ჰქონდა. თუმცა, მიამოტომ მალევე შემოიტანა ხტუნვის შესაძლებლობა პერსონაჟისთვის.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ გმირის სახელი არ იყო დასახელებული დონკი კონგის იაპონურ გამოცემაში, მას ეწოდა "მხტუნავი კაცი (JumpMan)" თამაშის ინგლისურ ინსტრუქციებში.[1] მიამოტოს ჩაფიქრებული ქონდა რომ გამოეყენებინა მარიო თავის ყველა თამაშში. "არამნიშვნელოვან" პერსონაჟად, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ თამაშში შეიძლება გამოჩნდეს, ოღონდ დიდი დროით არა, იმიტომ რომ მიამოტო იმ დროს არ ელოდა, რომ პერსონაჟი პოპულარული გახდებოდა.[2] ამ მიზნით, მან თავდაპირველად დაარქვა პერსონაჟს „მისტერ ვიდეო“.

ფართოდ გავრცელებული ამბის თანახმად, Donkey Kong-ის ამერიკული აუდიტორიისთვის გაცნობის დროს, ნინტენდო ამერიკას საწყობის მფლობელი მარიო სეგალე დაუპირისპირდა მაშინდელ პრეზიდენტს მინორუ არაკავას ფულის გამო. მწვავე კამათის შემდეგ, რომლის დროსაც ნინტენდოს თანამშრომლებმა საბოლოოდ დაარწმუნეს სეგალე, რომ იგი ფულს მიიღებდა, მათ გადაწყვიტეს თამაშის პერსონაჟის სახელი ყოფილიყო Mario, სეგალეს საპატივსაცემოდ.[3][4]

მარიოს სრული სახელია „მარიო მარიო“.[5][6]

პირველად გამოჩენა და პროფესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიამოტომ მარიოს პროფესია აარჩია თამაშის დიზაინის შესატყვისად: დონკი კონგი მიმდინარეობს სამშენებლო მოედანზე, ამიტომ მარიო დურგალი გახდა; და როდესაც ის კვლავ გამოჩნდა Mario Bros-ში, გადაწყდა, რომ ის სანტექნიკოსი უნდა ყოფილიყო, რადგან თამაშის დიდი ნაწილი მიწისქვეშა გარემოში მიმდინარეობს.

მას შემდეგ რაც ის სანტექნიკოსი გახდა, მიამოტომ გადაწყვიტა "ჩაესვა იგი ნიუ-იორკში" და გაეხადა იტალიელი, მსუბუქად აღწერდა მის წარმოშობას მარიოს ულვაშების დახმარებით. სხვა წყაროებში მარიოს პროფესია დურგლადაა არჩეული, რათა პერსონაჟი ჩვეულებრივი შრომისმოყვარე გამოესახათ, რაც მოთამაშეებს გაუადვილებს მის შეცნობას. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მისმა კოლეგამ შესთავაზა, რომ მარიო უფრო მეტად ჰგავდა სანტექნიკოსს, მიამოტომ შეცვალა მარიოს პროფესია შესაბამისად და შექმნა Mario Bros, რომელშიც გამოსახულია პერსონაჟი ნიუ-იორკის კანალიზაციაში.

იმდროინდელი არკადული ტექნიკის გრაფიკული შეზღუდვების გამო, მიამოტომ პერსონაჟს წითელი კომბინიზონი და ლურჯი პერანგი ჩააცვა ფონისგან ადვილად გამოსარჩევად, რაც მისი ხელების მოძრაობას ადვილად შესამჩნევს ხდის. მარიოს გრაფიკულ დიზაინს წითელი ქუდი დაემატა, რათა მიამოტოს თავი აერიდებინა პერსონაჟის ვარცხნილობის, შუბლისა და წარბების დახატვისთვის, ასევე გადახტომის დროს მისი თმის ანიმატირების თავიდან აცილებისთვის. შეზღუდული გრაფიკული შესაძლებლობების გამო მარიოს სახის მკაფიოდ გამოსაჩენად, მიამოტომ მარიო დახატა დიდი ცხვირით და ულვაშით, რაც თავიდან აიცილებდა პირის დახატვის აუცილებლობას და სახის ემოციების.

დროთა განმავლობაში მარიოს გარეგნობა უფრო განსაზღვრული გახდა; ლურჯი თვალები, თეთრი ხელთათმანები, ყავისფერი ფეხსაცმელი, ქუდის წინა მხარეს თეთრ წრეში წითელი „M“ და კომბინეზონზე ოქროს ღილები დაემატა. მისი პერანგისა და კომბინზონის ფერები ასევე შეიცვალა, ლურჯი პერანგიდან და წითელი კომბინიზონიდან, წითელი პერანგით და ლურჯი კომბინიზონით.

გახმოვანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიო 1992 წლიდან გახმოვანებულია ჩარლზ მარტინეტის მიერ. მას უთხრეს რომ იგი ანსახიერებდა "იტალიელ სანტექნიკოსს ბრუკლინიდან"; როცა ეს ფრაზა გაიგო, მაშინვე მოიფიქრა იტალიელ-ამერიკელის მაფიოზის ხმა. შემდეგ მან ჩათვალა, რომ ხმა ბავშვებისთვის ზედმეტად საშიში იქნებოდა, ამიტომ მისი ხმა შეცვალა .მარტინეტის თქმით, მარიოს აუდიტორია იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მისი ჩანაფიქრი ჩავარდა და სრული სისულელე თქვა. მას შემდეგ რაც მას პერსონაჟი გააცნეს, მან რბილი და მეგობრული ხმით წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:

    გამარჯობა მე ვარ მარიო. ოკი დოკი, მოდით გავაკეთოთ პიცის ღვეზელი ერთად, შენ წადი და მოიტანე სპაგეტი, შენ წადი მოიტანე სოსისი, მე წავალ მოვიტან სოუსებს, შენ შემოახვევ სპაგეტის სოსისზე და სოსის დადებ პიცაზე, შემდეგ მე გამოგეკიდები პიცათი, მერე შენ გამომეკიდები პიცათი და გავაკეთებთ ღვეზელს.[7]

მომდევნო წლების განმავლობაში ის იყენებდა ხმას სავაჭრო გამოფენებზე ხალხის გასართობად: მის სახეზე აკრავდნენ სენსორებს და ტელევიზორში ახმოვანებდა მარიოს თავის 3D მოდელს, სანამ ის სცენის მიღმა იმალებოდა. როდესაც დამსწრეები უახლოვდებოდნენ ეკრანს, მათ შეეძლოთ საუბარი და ურთიერთობა მარიოსთან.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიო გამოსახულია როგორც პორტუგალიური სანტექნიკოსი, რომელიც ცხოვრობს სოკოს სამეფოს გამოგონილ მიწაზე ლუიჯისთან, მის უმცროს, მაღალ ძმასთან ერთად. სატელევიზიო სერიალი და ფილმი ასახავს მარიოს და ლუიჯს, რომლებიც წარმოშობით ბრუკლინიდან, ნიუ-იორკიდან არიან. 2005 წლის ინტერვიუში მიამოტომ თქვა, რომ მარიოს ასაკი იყო დაახლოებით 24-25 წლის, ხოლო Nintendo Power-მა განაცხადა, რომ მისი დაბადების დღე 11 ოქტომბერია. Donkey Kong-ში მას ეცვა წითელი კომბინეზონი და ლურჯი პერანგი. Super Mario Bros.-ში მას ყავისფერი პერანგი ეცვა წითელი კომბინეზონით.

პროფესია და ჰობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიო ოკუპაცია არის სანტექნიკა, თუმცა ორიგინალურ „დონკი კონგი“-ის თამაშში ის არის დურგალი. მარიო ასევე იღებდა რამდენიმე სხვა პროფესიას: „Dr. Mario “ თავსატეხების სერიებში, რომლის დებიუტი 1990 წელს შედგა, მარიო გამოსახულია როგორც ექიმი, სახელად "დოქტორი მარიო"; Game Boy თამაშში Mario's Picross, მარიო არის არქეოლოგი; „Mario vs. Donkey Kong 2: March of the Minis“-ში, მარიო არის მომგებიანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტი. მარიო არის სპორტსმენი „Mario sports games“, როგორიცაა ჩოგბურთი და გოლფი, ასევე მინი მანქანის მრბოლელი „Mario Kart“ სერიებში. 2017 წლის სექტემბერში Nintendo დაადასტურა თავის ოფიციალურ იაპონურ პროფილზე პერსონაჟისთვის, რომ მარიო აღარ ითვლებოდა სანტექნიკოსად, მაგრამ განცხადება შეიცვალა 2018 წლის მარტში.

შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიო იყენებს ნივთებს, რომლებიც ანიჭებენ მას სხვადასხვა შესაძლებლობებს და ამ შესაძლებლობების არსი დამოკიდებულია თუ რომელ თამაშში იმყოფება იგი. პირველი გაძლიერება, რომელიც მარიომ გამოიყენა, იყო ჩაქუჩი დონკი კონგში.

„Super Mario Bros.“-მა წარმოადგინა ძირითადი სამი ძალა, რომლებიც გახდა სერიის მთავარი ელემენტი, განსაკუთრებით 2D თამაშებში - სუპერ სოკო, რომელიც იწვევს მარიოს გადიდებას და შეუძლია არ მოკვდეს ერთი დარტყმის შემდეგ; ცეცხლოვანი ყვავილი, რომელიც მარიოს საშუალებას აძლევს ისროლოს ცეცხლოვანი ბურთები; და ვარსკვლავკაცი (მოგვიანებით სუპერ ვარსკვლავი დაარქვეს), რომელიც მარიოს დროებით, უძლეველობას ანიჭებს. ეს ძალები დროთა განმავლობაში ჩნდებოდა მთელი სერიის განმავლობაში. სერიის ისტორიის მანძილზე არსებობდა რამდენიმე სახის სოკოს გაძლიერება, მათ შორის „1-up სოკო“, რომელიც მარიოს დამატებით სიცოცხლეს აძლევს; შხამიანი სოკო, რომელიც მარიოს ზიანს აყენებს; მეგა სოკო, რომელიც იწვევს მარიოს ზრდას და უძლეველს ხდის მოკლე დროით; და მინი სოკო, რომელიც იწვევს მარიოს დაპატარავებას და ზოგიერთ თამაშში კედლებზე ასვლას.

Super Mario Galaxy“-მ შემოიტანა ახალი ძალა, მათ შორის ფუტკრის სოკო, რომელიც მარიოს ფუტკარად აქცევს და დროებით ფრენის საშუალებას ანიჭებს; მოჩვენების სოკო, რომელიცც მარიოს მოჩვენებად აქცეს, რაც მას საშუალებას აძლევს ელივლივა ჰაერში და გასულიყო რამდენიმე კედელში; ხტომიალის სოკო რომელიც მარიოს აძლევდა ძალას რომ მაღლა ამხტარიყო. და ყინულის ყვავილი, რომელიც საშუალებას აძლევდა მოთამაშეს დროებით სიარული ან სრიალი წყალზე და ლავაზე ჩაძირვის ან დაზიანების გარეშე. „Super Mario Galaxy 2“-მა შემოიტანა მეტი შესაძლებლობა, მათ შორის ღრუბლის ყვავილი, რომელიც მარიოს საშუალებას აძლევს შექმნას პლატფორმები ჰაერში, და ქვის მარიო, რომელიც აქცევს მარიოს ლოდად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბარიერების გასარღვევად.

ახალი „Super Mario Bros.“ Wii-მ განაახლა ყინულის ყვავილი, რომელიც საშუალებას აძლევს მარიოს ისროლოს ყინულის ბურთები, რომლებიც დროებით ყინავს მტრებს; და შექმნა პროპერელის სოკო, რომელიც მას ფრენის საშუალებას აძლევს; ასევე პინგვინის კოსტუმი, რომელიც მარიოს საშუალებას აძლევს ყინულის ბურთების სროლის გარდა, გაცუროს წყალში. Super Mario 3D Land-მა წარმოადგინა ბუმერანგის ყვავილი, რომელიც მარიოს საშუალებას აძლევს ბუმერანგები ესროლოს ახლომდებარე მტრებს; და ქანდაკების ფოთოლი, რომელიც მარიოს ქანდაკებად გადაქცევის საშუალებას აძლევს. New Super Mario Bros. U-ში სუპერ რკოსდებიუტია. ეს აქცევს მარიოს მის ახალ მფრინავი ციყვის ფორმად, სადაც მას შეუძლია სრიალი და კედლებზე მიწებება. „Super Mario 3D World“-მა წარმოადგინა სუპერ ზარი, რომელიც აქცევს მარიოს თავის კატის ფორმაში, ისევე როგორც ორმაგი ალუბალი საკუთარი თავის მრავალი ასლის შესაქმნელად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Mario: Alive, Well, and Living in the Bronx?" Next Generation 26:46. Brisbane, CA: Imagine Media. February 1997.
  2. Playback 93. Yahoo (December 2, 2009). ციტირების თარიღი: December 24, 2009
  3. Edwards, Benj. (April 25, 2010) The True Face of Mario. ციტირების თარიღი: May 4, 2022
  4. Eric Pryne (March 27, 2010). „Powerful Segale family has massive vision for Tukwila expanse“. The Seattle Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2011. ციტირების თარიღი: May 4, 2022.
  5. 【衝撃事実】ついに任天堂公式のマリオの本名が判明!任天堂の代表取締役・宮本茂氏が明かす ja (September 14, 2015). ციტირების თარიღი: May 25, 2016
  6. Miyamoto says Mario's full name is "Mario Mario" (September 14, 2015). ციტირების თარიღი: May 25, 2016
  7. Totilio, Stephen. (September 17, 2009) Mario's Voice Actor Recalls His Rambling Audition. ციტირების თარიღი: March 25, 2021