Nintendo-ს ვიდეო თამაშების კონსოლები
სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი მრავალეროვნული კომპანია Nintendo-ს მიერ შეიქმნა შვიდი ვიდეო თამაშების კონსოლი, რამდენიმე პორტატიული კონსოლი და სხვადასხვა სახის მოწყობილობა. 2025 წლის 19 სექტემბერს მონაცემით კომპანიამ გაყიდა 869.95 მილიონი აპარატურა.[1]
მიუხედავად იმისა, რომ Nintendo-მ შეიმუშავა ერთ-ერთი პირველი სათამაშო სისტემა Color TV-Game, საყოველთაო აღიარება მოიპოვა Nintendo Entertainment System-ის (NES)-ის გამოშვების შემდეგ 1983 წელს. NES-მა მიაღწია დიდ პოპულარობას და მიაწერენ 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისის დაძლევას. 1989 წელს კომპანიამ გამოსცა პორტატიული კონსოლი Game Boy, რომლის გაყიდვები დღეის მონაცემით 118.69 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს.[2] 1990-იანების დასაწყისში, მიუხედავად Super Nintendo Entertainment System-ის (SNES) კარგი გაყიდვებისა, ნინტენდოს საბაზრო წილი შემცირდა, მიზეზი იყო Mega Drive/Genesis-ის გამოსვლა, რომელიც იქცა მის ღირსეულ მოწინააღმდეგედ. 1990-იანების შუა პერიოდში Sony Computer Entertainment-ის PlayStation-ის გამოსვლით Nintendom და Sega-მ დაკარგეს კონსოლების ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. PlayStation გახდა ყველაზე პოპულარული კონსოლი იმ დროში და გაყიდვებით ჩამოიტოვა Nintendo 64, თუმცა ნინტენდომ გადაუწსრო Sega Saturn-ს გაყიდვებით.
მეექვსე თაობის ეპოქაში GameCube-ის გამოსვლის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე, Sony PlayStation 2-ის და Microsoft Xbox-ის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ნინტენდო იკავებდა მესამე ადგილს, თუმცა მან შეინარჩუნა ლიდერობა პორტატიულ კონსოლების ბაზარზე Game Boy Color-სა და Game Boy Advance-ის წყალობით. 2000-იანი წლების შუა პერიოდში კომპანიამ წარადგინა პირველი წარმატებული სენსორული პორტატიული კონსოლი DS და პირველი წარმატებული სახლის კონსოლი Wii, მოძრაობის დეტექტორის მოწყობილობით, რომლებიც იქცნენ ყველაზე გაყიდვად კონსოლებად. 2010 წელს ნინტენდო გახდა პირველი კომპანია, რომელმაც გამოსცა პორტატიული კონსოლი (3DS) 3D სტერეოგამოსახულებით, რომელიც გაიყიდა 67.08 მილიონი ასლის რაოდენობით.[3] 2012 წელს გამოვიდა Wii U, რომელიც გაყიდვების კუთხით წარუმატებელი აღმოჩნდა, შედეგად ნინტენდომ სერიოზული ფინანსური დანაკარგები განიცადა. 2017 წლის მარტში გამოვიდა Nintendo Switch, რომლის გაყიდვებმა 152 მილიონს ასლს გადააჭარბა. დეველოპერები მას თვლიან ჰიბრიდულ კონსოლად. 2025 წელს Nintendo-მ მორიგი ჰიბრიდული კონსოლი Nintendo Switch 2 გამოუშვა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Color TV-Game გამოვიდა 1977 წელს და გაიყიდა 4 მილიონი ასლი[4]
- Game & Watch გამოვიდა 1980 წლის 28 აპრილს,გაიყიდა 43.4 მილიონი ასლი[5]
- Virtual Boy გამოვიდა 1995 წელს. გამოიყენებდა ვირტუალური რეალობის სათვალის ტექნოლოგიას
- Pokémon Mini გამოვიდა 2001 წლის 16 ნოემბერს.[7]
- Game Boy Color გამოვიდა 1998 წლის 21 აპრილს.
- Game Boy Advance გამოვიდა 2001 წლის 21 მარტს,[8] გაიყიდა დაახ. 35 მილიონი ასლი
- Game Boy Advance SP გამოვიდა 2003 წლის 14 თებერვალს და გაიყიდა 43.57 მილიონი ასლი[9]
- Nintendo DS გამოვიდა 2004 წლის 21 ნოემბერს და გაიყიდა 18.79 მილიონი
- Nintendo DS Lite გამოვიდა 2006 წლის 2 მარტს და გაიყიდა 93.86 მილიონი ასლი[10]
- Nintendo 3DS გამოვიდა 2011 წლის 26 თებერვალს, გაიყიდა 67.08 მილიონი ასლი[3]
რესურსები ინტერენტეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ IR Information : Sales Data - Dedicated Video Game Sales Units.
- 1 2 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2016-04-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
- 1 2 Hardware da Software Sales Units, Nintendo, 30 მაისი, 2017
- ↑ Sheff, David; Eddy, Andy (1999). Game Over: How Nintendo Zapped an American Industry, Captured Your Dollars, and Enslaved Your Children. GamePress, გვ. 27.
- ↑ Iwata Asks: Game & Watch. Nintendo of America. ციტირების თარიღი: 2013-06-23.
- ↑ „retrodiary: 1 April – 28 April“. Retro Gamer. Bournemouth: Imagine Publishing (88): 17. April 2011. ISSN 1742-3155. OCLC 489477015.
- ↑ 'Pokémon Mini'. NinDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-19. ციტირების თარიღი: 2009-02-25.
- ↑ Game Boy Advance: It's Finally Unveiled. IGN (August 23, 2000). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2014.
- ↑ Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (3 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2016.
- ↑ Consolidated Sales Transition by Region. Nintendo (January 28, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2018. ციტირების თარიღი: January 29, 2014
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||