შალვა ჩხარტიშვილი (ჰისტოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხარტიშვილი.

შალვა ჩხარტიშვილი (დ. 7 ნოემბერი, 1914, ჯუმათი — გ. 13 ივნისი, 1980, თბილისი) — ქართველი ჰისტოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1958), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962). 1937 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი. 1954-1980 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ჰისტოლოგიის და ზოოლოგიის კათედრის გამგე და 1956-1975 წლებში პრორექტორი სასწავლო დარგში. ჩხარტიშვილის შრომები ეხება ცხოველთა სხვადასხვა ორგანოს განვითარებას ონტოგენეზში, სასქსო ორგანოების მორფოლოგიასა და ჰისტოქიმიას. ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]