ცხავატი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცხავატი (რეგიონი))
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ცხავათი.

ცხავატი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ახლანდელი დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით სოფ. ქვეშეთამდე. მთიულეთში სიტყვა „ცხავატი“ მთაგორიან, ბარიდან მთისკენ გარდამავალი რელიეფის აღმნიშვნელი ზოგადი სახელია.

წყაროებში ცხავატი პირველად VII საუკუნეში იხსენიება. 853 საქართველოში ბუღა თურქის ლაშქრობის დროს, მტერს ცხავატმდე მიუღწევია. XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფისაგან განდგომილ ფხოველთა წინააღმდეგ ბრძოლაში ცხავეტელები ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გამოდიოდნენ. XIV საუკუნეში ცხავატს ხადასთან ერთად პოლიტიკური წინააღმდეგობა ჰქონდა ცხრაძმისხევთან. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა 18 ცხავატელი ხევისბერი. XVIII საუკუნის ბოლოსათვის ცხავატი დაიშალა გარეშემოს, მრევლისა და ცხაოტის თემებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 11, გვ. 247, თბ., 1987