ყვავის საყდარი (აგარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყვავის საყდარი.

ყვავის საყდარიეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დაბა აგარის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ-ზე, ვრცელი მინდვრის (დედოფლის მინდორი) განაპირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 3,9 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ძირშიც სატრაპეზოა მიშენებული. ერთი ვიწრო სარკმელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ მონაკვეთად იყოფა. ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი პილასტრების მარტივ კაპიტელებს ეყრდნობა. დარბაზი მთლიანად შელესილია და სავარაუდოა, რომ მოხატულიც იყო. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ყველა ფასადი მორთულია აგურით გამოყვანილ, უსწორო ფორმის დეკორატიულ თაღედით. ლავგარდანი შედგენილია თაროს, ოდნავ ამოღარული წრეთარგისა და ლილვისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]