შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ხაზი 48: | ხაზი 48: | ||
==ცნობილი ადამიანები== |
==ცნობილი ადამიანები== |
||
*[[ავქსენტი მეგრელიძე]] — ლოტბარი |
|||
*[[ნოე ხომერიკი]] — [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მიწათმოქმედების მინისტრი |
*[[ნოე ხომერიკი]] — [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მიწათმოქმედების მინისტრი |
||
11:43, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია
სოფელი | |
---|---|
შრომა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შრომა |
კოორდინატები | 41°59′19″ ჩ. გ. 41°50′14″ ა. გ. / 41.98861° ჩ. გ. 41.83722° ა. გ. |
ადრეული სახელები | მიქელგაბრიელი |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 598 კაცი (2010) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 95% |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
შრომა — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა,[1] ბიბლიოთეკა, ჭიდაობის კლუბი.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ზემო ნატანები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხრიალეთი.
ისტორია
სოფლის ძველი სახელწოდებაა მიქელგაბრიელი. სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ ჩაი. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.[2] 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების შემდეგ.[3] 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. მემორიალი განასახიერებდა ტანკს, რომელიც შრომელებმა დიდი სამამულო ომის წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.
მოსახლეობა
2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 715 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 598 კაცი. მათი 95% ქართველია, აგრეთვე ცხოვრობენ სომხები. მოსახლეობის 6% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 7%.[4]
ცნობილი ადამიანები
- ნოე ხომერიკი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 31.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა
- ↑ ნ. ხიდისთავი,„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.
- ↑ რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ
- ↑ სტატისტიკური ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების შესახებ, თანდართული ფაილი
|