ელ-აიუნი
| ქალაქი | |
|---|---|
|
ელ-აიუნი არაბ. العيون ბერბ. ⵍⵄⵢⵓⵏ ესპ. El Aaiún | |
|
მაკხა ალ-მუკარამაჰის ქუჩა ელ-აიუნში | |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | ელ-აიუნ-საკია-ელ-ჰამრა |
| პროვინცია | ელ-აიუნის პროვინცია |
| კოორდინატები | 27°09′13″ ჩ. გ. 13°12′12″ დ. გ. / 27.15361° ჩ. გ. 13.20333° დ. გ. |
| მმართველი | Moulay Hamdi Ould Errachid |
| დაარსდა | 1938 |
| ფართობი | 247,8 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 72 მეტრი |
| ოფიციალური ენა | არაბული ენა |
| მოსახლეობა | 262 791[1] კაცი (2024) |
| სიმჭიდროვე | 1060,5 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+1 |
| ოფიციალური საიტი | https://laayoune.ma/ |
ელ-აიუნი (ასევე: ფრანგ. "Laâyoune"; ხასანია: Laʕyūn ; სალიტერატურო არაბული: العيون al-ʿuyūn, თარგმანი: "წყაროები") — ყველაზე დიდი ქალაქი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობა 2024 წლის მონაცემებით 262 791 ადამიანს შეადგენს.[1] ქალაქი საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე დედაქალაქია, თუმცა მას დე ფაქტო მაროკოს ადმინისტრაცია მართავს. ქალაქი ესპანელმა კოლონიზატორმა კაპიტანმა ანტონიო დე ორომ 1938 წელს დააარსა.[2] 1958 წლიდან ის ესპანური საჰარას ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, რომლის ადმინისტრირებას ესპანეთის დასავლეთ აფრიკის გენერალური გუბერნატორი აწარმოებდა.[3]
1976 წელს მაროკომ მოახდინა ქალაქის ოკუპაცია და დღემდე იმყოფება მისი ადმინისტრაციის ქვეშ.[4] პოლისარიოს ფრონტი (ალჟირის მხარდაჭერით) იბრძვის დასავლეთ საჰარის საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკად ჩამოყალიბებისთვის და ელ-აიუნს მიიჩნევს ოკუპირებულ დედაქალაქად.
2023 წლიდან ელ-აიუნი არის მაროკოს რეგიონის ელ-აიუნ-საკია-ელ-ჰამრას ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც კვლავ გაეროს მისიის – MINURSO-ს ზედამხედველობის ქვეშაა.
ქალაქი მდებარეობს საგუია ელ-ჰამრას მშრალი მდინარის სამხრეთით, სადაც ესპანელი კოლონისტების მიერ აშენებული ძველი ქალაქი მდებარეობს.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ესპანელმა კაპიტანმა ანტონიო დე ორომ 1938 წელს დააარსა, როგორც პატარა სამხედრო ავანპოსტი, თუმცა სწრაფად გახდა ესპანური საჰარის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი.[5] ადგილმდებარეობა ორი მიზეზის გამო შეირჩა: წყლის არსებობა და სტრატეგიული სამხედრო პოზიცია, რომელსაც ეს ადგილი სთავაზობდა. მდინარე საგუია ელ-ჰამრას ნაპირებზე მდებარეობა ტარფაიასა და ბუჟდურის ნავსადგურებთან კარგ კომუნიკაციას უზრუნველყოფდა. ქალაქმა 1940-იან წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი გაიარა, რაც განპირობებული იყო ბუ-კრაას ტერიტორიაზე ფოსფატების უზარმაზარი საბადოების აღმოჩენით, რაც ფოსფატის ინდუსტრიას ამდიდრებდა.[5]
1975 წელს ესპანელების გასვლის შემდეგ, ელ-აიუნი, დასავლეთ საჰარის დანარჩენ ნაწილთან ერთად მაროკომ შეიერთა.[5] მას შემდეგ ქალაქში მაროკოელთა დიდი რაოდენობა გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად მათი რიცხვი აჭარბებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც თანდათანობით მიატოვეს ტრადიციული მომთაბარე ცხოვრების წესი.[5]
ქალაქი სწრაფად აგრძელებს განვითარებას და სარგებლობს წყლის გამტკნარების ქარხნით. ქალაქის ურბანიზაციის ტემპი კვლავ აღემატება მაროკოს ურბანიზაციის ტემპს, თუმცა ადამიანის განვითარების ინდექსის უმეტესი მაჩვენებლებით ის ჩამორჩება სამხრეთ მაროკოს.[5]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | მოსახლეობა | ±% |
|---|---|---|
| 1982 | 93 875[6] | — |
| 1994 | 136 950[6] | +45,9 % |
| 2004 | 183 691[6] | +34,1 % |
| 2014 | 217 732[6] | +18,5 % |
| 2024 | 262 791[1] | +45,1 % |
2024 წლის მონაცემებით ელ-აიუნის მოსახლეობა 262 791 ადამიანს შეადგენს[1] და ის დასავლეთ საჰარის უდიდესი ქალაქია.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი რეგიონში თევზჭერისა და ფოსფატის მოპოვების ცენტრია.[7] 2010 წელს ქვეყანა ევროპასთან ოფშორულ თევზჭერასთან დაკავშირებით ახალ თევზჭერის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელ-აიუნს ემსახურება ჰასან I-ის საერთაშორისო აეროპორტი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წელს დაარსდა ფრანსეზ ალიანსთან ასოცირებული ფრანგული სკოლა, ქალაქში ასევე მოქმედებს ესპანეთის მთავრობის საკუთრებაში არსებული ესპანური საერთაშორისო სკოლა, Colegio Español La Paz.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Western Sahara: Provinces & Urban Communes - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information. ციტირების თარიღი: 22 December 2020
- ↑ Francisco López Barrios (23-01-2005). „El Lawrence de Arabia Español“. El Mundo. ციტირების თარიღი: 11-02-2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება)(ესპანური) - ↑ Norris, H. T. (1964). „The Wind of Change in the Western Sahara“. The Geographical Journal (ინგლისური). 130 (1): 1–14. doi:10.2307/1794260. ISSN 0016-7398. JSTOR 1794260.
- ↑ UN General Assembly Resolution 34/37 and UN General Assembly Resolution 35/19. (ინგლისური)
- 1 2 3 4 5 6 Deubel, Tara F.; Boum, Aomar (2019) „The Rise of a Saharan City“, Routledge Handbook on Middle East Cities. Abingdon: Routledge. DOI:10.4324/9781315625164-18. ISBN 9781138650749.
- 1 2 3 4 Western Sahara: Provinces & Urban Communes - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information. ციტირების თარიღი: 22 December 2020
- ↑ „Diplomacy over Western Sahara: 'Morocco v Algeria'“. The Economist. 4 November 2010.
- ↑ Santana, Txema (2015-04-10). „El colegio español en El Aaiún pide ciclo de secundaria“. El País (ესპანური). ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 2023-02-07. ციტატა: „Lagadaf Lahsen, presidente del AMPA del centro educativo, asegura que es “la única forma de evitar” que sus hijos “se vayan a otras ciudades de Marruecos o a Las Palmas de Gran Canaria, además de que no se pierda el español en el Sáhara”." and "[...]una instalación de 17.000 metros cuadrados que es propiedad del Estado español[...]“