საბა (ლიტერატურული პრემია)
Jump to navigation
Jump to search
საბა — ლიტერატურული პრემია საქართველოში, რომელიც 2003 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია გასული წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა 9 ნომინაციის მიხედვით.
სექციების სია
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საბას დამაარსებლები არიან თიბისი ბანკი, გაზეთი „24 საათი“ და ქართული პენ-კლუბი. პირველი დაჯილდოება 2003 წელს ჩატარდა.
კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„საბას“ დაარსების დღიდან აკრიტიკებდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. კრიტიკა შეეხება იმას, რომ კანდიდატების დასახლებასა და პრემიის გადაცემას შორის მცირე დროა. [1] „საბა“ გააკრიტიკეს „წლის საუკეთესო დებიუტისა“ [2] და „წლის საუკეთესო პიესის“ ნომინაციებთან დაკავშირებით. [3]
ლაურეატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საბა 2003[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო რომანი: შენი თავგადასავალი - აკა მორჩილაძე
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: გაგა ნახუცრიშვილი
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- წლის საუკეთესო დებიუტი:
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლევან ბრეგაძე
- წლის საუკეთესო თარგმანი:
- წლის საუკეთესო პიესა:
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის:
საბა 2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო რომანი: ოთარ ჭილაძე, „გოდორი" (გამომცემლობა „რუსთავი 2 პრინტი")
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ბესიკ ხარანაული, „წიგნი ამბა ბესარიონისა"
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- წლის საუკეთესო დებიუტი: თამრი ფხაკაძე „სანამ დაგვიძახებენ“ (გამომცემლობა დიოგენე)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: თეიმურაზ დოიაშვილი
- წლის საუკეთესო თარგმანი: ზეზვა მედულაშვილი, „ქოროღლი“
- წლის საუკეთესო პიესა: ლაშა ბუღაძე, „ნუგზარი და მეფისტოფელი"
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: ბაჩანა ბრეგვაძე
საბა 2005[4][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე — „სანტა ესპერანსა“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ანდრო ბუაჩიძე — „ელნათურები“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ნუგზარ შატაიძე — „ნოემბრის წვიმა“
- წლის საუკეთესო დებიუტი: გელა ჩქვანავა — „კოლორიტები“
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ზაზა შათირიშვილი — „გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა“
- წლის საუკეთესო თარგმანი: ჯემალ აჯიაშვილი — „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“
- წლის საუკეთესო პიესა: ირაკლი სამსონაძე — „ბებო მარიამი“
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: ოთარ ჩხეიძე
საბა 2006[5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე — „ვენერას სიზმარი“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: რატი ამაღლობელი — „წრე“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ვანო ჩხიკვაძე — „ზამთრის წიგნი“
- წლის საუკეთესო დებიუტი: თეონა დოლენჯაშვილი — „იანვრის მდინარე“
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: აგი აბაშიძე — „ილია ჭავჭავაძე“
- წლის საუკეთესო თარგმანი: ლევან რამიშვილი — „ბჰაგავადგიტა“
- წლის საუკეთესო პიესა: ბასა ჯანიკაშვილი — „პიესები“
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: ანა კალანდაძე
საბა 2007[6][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო რომანი: ლაშა ბუღაძე — „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: შოთა იათაშვილი — „სანამ დროა“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ლაშა იმედაშვილი — „სამი მკვლელობა ძველ თბილისში“
- წლის საუკეთესო დებიუტი: ქეთი ქანთარია — დი ბი სი პიერის „ვერნონ გენიოს ლითლის“ თარგმანი
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: მალხაზ ხარბედია — „პირადი ბიბლიოთეკა“
- წლის საუკეთესო თარგმანი: ბაჩანა ბრეგვაძე — „ახალი თარგმანები“
- წლის საუკეთესო პიესა: არ გაცემულა
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: თამაზ ჩხენკელი
საბა 2008[7][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე — „Maid in Tiflis“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: მაია სარიშვილი — „მიკროსკოპი“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: დავით ქართველიშვილი — „ოთხი მოთხრობა“
- წლის საუკეთესო თარგმანი: გიორგი ლობჟანიძე — „ყურანი“
- წლის საუკეთესო დებიუტი: ბაჩო კვირტია — „მატარებლის მოსვლამდე“
- წლის საუკეთესო პიესა: დათო ტურაშვილი — „შავი კედები“
- წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული — „შენდობით მომიხსენიეთ“
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის — ვახუშტი კოტეტიშვილი
საბა 2009[8][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო დებიუტი — გიორგი კეკელიძე „ოდები“ და დიანა ამფიმიადი „შოკოლადი“ (გამომცემლობა „სიესტა“).
- წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა — ლევან ბრეგაძე „მოთხრობები ლიტერატურაზე“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- წლის საუკეთესო თარგმანი — გიორგი ეკიზაშვილი, დანიელ პენაკის „ძაღლი, ძაღლი“ (გამომცემლობა „აგორა“)
- წლის საუკეთესო პიესა — ლაშა ბუღაძე „ნაფტალინი“ (წიგნის სახელოსნო)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული — გიგი სულაკაური „თამაში რევოლვერით“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული — ბათუ დანელია „MIRABILIS VITA“ (საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“)
- წლის საუკეთესო წლის საუკეთესო რომანი — თეონა დოლენჯაშვილი „მემფისი“ (გამომცემლობა „სიესტა“)
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — ჭაბუა ამირეჯიბი
საბა 2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო დებიუტი - მაკა ლდოკონენი „ქიშმიშიანი ამბები" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ზურაბ ქარუმიძე „ჯაზის ცხოვრება" (გამომცემლობა "სიესტა")
- წლის საუკეთესო თარგმანი - მანანა ღარიბაშვილი – გაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსები (გამომცემლობა "ლოგოსი")
- წლის საუკეთესო პიესა - თამარ ბართაია - „მთავარი როლი" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - კოტე ჯანდიერი "კონკიას ღამე" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ზვიად რატიანი – „ნეგატივი“ (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო რომანი - ნაირა გელაშვილი "პირველი ორი წრე" (გამომცემლობა "კავკასიური სახლი")
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - გურამ დოჩანაშვილი
საბა 2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო დებიუტი - თამთა მელაშვილი „გათვლა" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო კრიტიკა - შოთა იათაშვილი "დალაგება" (გამომცემლობა "საუნჯე") და ნუგზარ მუზაშვილი „გაქცევა ისტორიიდან" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - პაატა ქურდაძე, „ფსიქოდელური ქრონიკა" (გამომცემლობა "სიესტა")
- წლის საუკეთესო თარგმანი - გიორგი ლობჟანიძე – საადი შირაზელის 'გოლესთანი'-ს თარგმანი (გამომცემლობა "კავკასიური სახლი")
- წლის საუკეთესო პიესა - თამაზ ექვთიმიშვილი - "პუანტები" (ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა")
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - მაკა მიქელაძე „მე და ჩემი კუსტურიცა" (გამომცემლობა "სიესტა")
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - გივი ალხაზიშვილი „ჩაბრუნებული მზერა" (გამომცემლობა "საუნჯე")
- წლის საუკეთესო რომანი - ერლომ ახვლედიანი „კოღო ქალაქში“ (გამომცემლობა "სიესტა")
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ვახტანგ ჯავახაძე
საბა 2012[9][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო დებიუტი - ეკატერინე ტოგონიძე, „ანესთეზია" (გამომცემლობა „საუნჯე") და სალომე ბენიძე „მოხსენებითი ბარათი", (გამომცემლობა "ინტელექტი")
- წლის საუკეთესო კრიტიკა - ლევან ბრეგაძე „ლიტერატურული (გამო)ძიებანი" (გამომცემლობა "არტანუჯი")
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გიორგი მაისურაძე, „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები" (გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- წლის საუკეთესო თარგმანი - დავით წერედიანი – გოეთეს „ფაუსტის" თარგმანი (გამომცემლობა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ბესო ხვედელიძე „წითელი" (გამომცემლობა „საუნჯე“)
- წლის საუკეთესო პიესა - ლაშა ბუღაძე „„ნავიგატორი“" („ბაკურ საულაკაურის გამომცემლობა“)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია „დაუჯდომელი" (გამომცემლობა „სიესტა“)
- წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე, „obOle" (გამომცემლობა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო ჭეიშვილი
საბა 2013[10][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო დებიუტი - მარინა ელბაქიძე, „გაცვლა"
- წლის საუკეთესო კრიტიკა - ელგუჯა თავბერიძე „კოლიმგრაფი"
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გიორგი მაისურაძე, „დაკარგული კონტექსტები"
- წლის საუკეთესო თარგმანი უცხოური ენიდან ქათულად - ზაზა ჭილაძე – უილიამ ფოლკნერის „დროშები მტვერშის" თარგმანი (გამომცემლობა „დიოგენე")
- წლის საუკეთესო თარგმანი ქართულიდან უცხოურ ენაზე- ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი – თამთა მელაშვილის „გათვლა" თარგმანი (გერმანულად)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ირაკლი სამსონაძე „შემკრთალი ქუჩა"
- წლის საუკეთესო პიესა - ალექს ჩიღვინაძე „ქალაქის მერის ცოლის საყვარელი"
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ლია სტურუა „დავიწყების დღე"
- წლის საუკეთესო რომანი - ნაირა გელაშვილი, „მე ის ვარ“
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზურაბ კიკნაძე
საბა 2014[11][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო დებიუტი - Toressa Mossy „სიბრძნე სიცრუისა" და ლია ლიქოკელი "დევის ცოლის სიცილი"
- წლის საუკეთესო კრიტიკა - თამაზ კვაჭანტირაძე „განსჯანი"
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გოგი გვახარია, „ცრემლიანი სათვალე"
- წლის საუკეთესო თარგმანი უცხოური ენიდან ქათულად - გია გოკიელი – ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაშის" თარგმანი (გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- წლის საუკეთესო თარგმანი ქართულიდან უცხოურ ენაზე - დონალდ რეიფილდი – ოთარ ჭილაძე „აველუმი" თარგმანი (ინგლისურად)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - არჩილ ქიქოძე „ჩიტის და კაცის ამბავი"
- წლის საუკეთესო პიესა - დავით გაბუნია „პიესები"
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ეკა ქევანიშვილი „სახლის გაყიდვა"
- წლის საუკეთესო რომანი - ზვიად კვარაცხელია - „ფორმა #100“
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დავით წერედიანი
საბა 2015[12][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წლის საუკეთესო დებიუტი - გიორგი წიკლაური პიტერ აკროიდის „ლონდონის" თარგმანისათვის.
- წლის საუკეთესო კრიტიკა - მალხაზ ხარბედია „ტექსტი და სიმართლე"
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი"
- წლის საუკეთესო თარგმანი უცხოური ენიდან ქათულად - ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ" და ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - გოგი ჩაგელიშვილი „მხატვარი"
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია „შოზოგადოება"
- წლის საუკეთესო რომანი - აბო იაშაღაშვილი - „როიალ მერი“
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბესიკ ხარანაული
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2007 და 2015 წლებში არ გაიცა პრემია საუკეთესო პიესის ნომინაციაში
- 2009 და 2012 წლების საბა საუკეთესო დებიუტისთვის, 2011 წლის საბა საუკეთესო კრიტიკისთვის და 2015 წელს საუკეთესო თარგმანისთვის ორმა კანდიდატმა გაიყო
- 2011 წელს საბას დაემატა ახალი ნომინაცია - პრემია საუკეთესო კრიტიკისთვის
- 2013 წელს საბა საუკეთესო თარგმანისთვის ორად გაიყო: საუკეთესო თარგმანი უცხოური ენიდან ქართულად და საუკეთესო თარგმანი ქართულიდან უცხოურ ენაზე
- აკა მორჩილაძეს ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მიღებული „საბა". ყველა ჯილდო მან საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო
- ლაშა ბუღაძემ სამჯერ მიიღო „საბა“ საუკეთესო პიესის, ხოლო ერთხელ საუკეთესო რომანის ნომინაციაში
- ერთზე მეტი „საბა“ აგრეთვე მიღებული აქვთ ბაჩანა ბრეგვაძეს, გიორგი ლობჟანიძეს, შოთა იათაშვილსა, ლევან ბრეგაძეს, ნაირა გელაშვილსა, პაატა შამუგიას, მალხაზ ხარბედიას, ბესიკ ხარანაულსა და გიორგი მაისურაძეს.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საბა – წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა opinion.ge
- ↑ საბა 2012 - პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ერთი ჯგუფური აფერის ისტორია ნინო დარბაისელი, 1 ივნისი,2012
- ↑ როგორ მოვიპაროთ „საბას“ ფრთა ფულითურთ „თბს ბანკიდან“ ნინო დარბაისელი (გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 2011. - 30 ივლისი).
- ↑ ლიტერატურული პრემია “საბა” - 2005
- ↑ ლიტერატურული პრემია “საბა” - 2006
- ↑ ლიტერატურული კონკურსი “საბა”-2007 წარმატებით შედგა
- ↑ ლიტერატურული კონკურსი “საბა”-2008 წარმატებით დასრულდა
- ↑ "საბა" 2009 გამარჯვებულები
- ↑ ლიტერატურული პრემია საბა 2012
- ↑ "საბას" გამარჯვებულები
- ↑ "საბას" გამარჯვებულები
- ↑ ლიტერატურული პრემია "საბას" 2015 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს