ბაჩო კვირტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაჩო კვირტია (დ. 8 ნოემბერი, 1974, ზუგდიდი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჩო კვირტია დაიბადა 1974 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ ზუგდიდში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი (თამაზ ჭილაძის სახელონსო). ავტორია პროზაული კრებულებისა „მატარებლის მოსვლამდე“, „მძინარე ციკლოპის ძახილი“, „ტასმანიური ვეფხვი“.

1994 წლიდან იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში („ლიტერატურული საქართველო“, „მნათობი“, „კარი“, „არილი“, „პარნასი“, „24 საათი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“, „ფოკუსი“, „საქართველოს რკინიგზა“, „ლიტერატურული გაზეთი“, „გალაკტიონი“ და სხვა).

1994-2004 წწ. მონაწილეობდა ახალგაზრდა დრამატურგთა ყოველწლიურ სემინარებში;

2003-2010 წწ. მონაწილეობდა ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში „Pen-მარათონი“;

2011-2013 წწ. მონაწილეობდა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს, მ.თუმანიშვილის ფონდისა და ლონდონის Royal Court Theatre-ის ორგანიზებით განხორციელებულ 2-წლიან პროექტში New Writing Workshop.  

2011 წლიდან ქართული Pen-კლუბის წევრია.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2017 – გამარჯვებული სპეციალურ ნომინაციაში "საუკეთესო ნაწარმოები", გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსზე მინიატურის ჟანრში „ერთგულება“
  • 2016 – გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსზე „თბილისი“
  • 2015 – მეორე ადგილი გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსზე მინიატურის ჟანრში „ერთგულება“
  • 2014 – ნომინანტი ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“ (ნომინაცია: „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“)
  • 2013 წელს – გამარჯვებული ნომინაციაში „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული“, ლიტერატურულ კონკურსზე „წერო“;
  • 2011 – გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია „ალავერდი“, ნომინაცია: „საუკეთესო მოთხრობა“;
  • 2008 - ლიტერატურული პრემია „საბა“, ნომინაცია: „საუკეთესო დებიუტი“ (პროზაული კრებული "მატარებლის მოსვლამდე", გამომცემლობა "დიოგენე", 2007)
  • 2007 - პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე „წერო“
  • 2007 - პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე „Pen-მარათონი“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ტასმანიური ვეფხვი“, მოთხრობები, ნოველები, ჩანაწერები – თბილისი, „ახალი საუნჯე“, 2013
  • „მძინარე ციკლოპის ძახილი“, მოთხრობები (ავტორი) – თბილისი, „გუმბათი“, 2010. - 176 გვ. - ISBN: 978-9941-0-1924-1
  • „მატარებლის მოსვლამდე“, მოთხრობები, ნოველები, მინიატურები, პიესა (ავტორი) – თბილისი, „დიოგენე“, 2007. - 114 გვ. - ISBN: 978-99940-925-5-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]